მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი, რომელმაც მოკლულ ტრანსგენდერ ქალს, კესარია აბრამიძეს ბოდიში მოუხადა ერთ-ერთი გადაცემის გამო, მორიგ პოსტს აქვეყნებს:
“დიდი ამბავი ატეხილა ჩემს ბოდიშზე. მე კი წლებია მაწუხებს ეგ გადაცემა და თქვენ ეხლა რატომ გაგახსენდათ და შეგაწუხათ,ეგ ნამდვილად საინტერესოა. ჩემზე მეტად არ მგონია ვინმე განიცდიდეთ ამ ამბავს და არც წლების მერე სინანული იყო ჩემი პოსტი. ამაზე ყოველ ნახვაზე ველაპარაკებოდი, მე მგონი უკვე ვაწუხებდი კიდეც 15 წელი ამის გახსენებით. ასე რომ როგორც არ უნდა მწყევლოთ და მლანძღოთ, იმაზე მეტად ვერ მატკენთ, ვიდრე მე ვატკინე საკუთარ თავს. პ.ს.მიხარია თუ დღეს რეალურად განიცდით ვინმე ჩემს ძალიან ცუდ საქციელს და გეშლებათ ამაზე ნერვები. მართლები ხართ და გისურვებთ ყოველთვის ესე იცავდე ადამიანებს უსამართლობისგან.”
მსახიობი სოციალურ ქსელში წერდა:
“წლების წინ კესარია იყო სტუმრად “სიმართლის დროში”. ამაზე სამარცხვინო და საზიზღარი გადაცემა ალბათ, არც არასოდეს წამიყვანია. იმ დღესვე ბოდიში მოვუხადე და იმ დღიდან დავიწყეთ მეგობრობა. დღესაც სახალხოდ გიხდი ბოდიშს იმ გულისამრევი გადაცემისთვის. და თუ რამე ვისწავლე იმ დღეს, არასდროს უღალატო საკუთარ თავს, საკუთარ პრინციპებს.
იმდენად ამაზრზენი ვიყავი, ყურში ჩაძახილის გამეორებით და რასაც და როგორც გეკითხებოდი, ამდენი წლის მერეც ვერ ვინელებ ამ ყველაფერს. მიყვარხარ და ალბათ, ვერც ვერასოდეს ვაპატიებ ჩემს თავს, მიუხედავად იმისა, რომ შენ იმ დღესვე მაპატიე”, – ამის შესახებ მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში წერს.