„დანა იქამდე ურტყა სანამ ხელი არ დაეღალა… თავიდან ვერსია იყო ვითომ გაუპატიურება დაუპირა, ეს ხომ გამორიცხულია… ფულის გამო აყაჩაღებდნენ”- რას ამბობენ ადგილობრივები?

0
1087
98 Views

10-ზე მეტი სასიკვდილო ჭრილობა და სავარაუდო ფულის გამოძალვის გამო მოკლული 74 წლის ტაქსის მძღოლი.

დაკავებული არასრულწლოვანი, რომელსაც საგამოძიებო უწყება განზრახ მკვლელობას ედავება, ბრალის წარდგენის მოლოდინშია.

მოკლული მამაკაცის ცხედარს რამდენიმე საათში ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან სურამში მშობლიურ საცხოვრებელ სახლში გადაასვენებენ.

ჯერჯერობით დაზუსტებული ინფორმაცია არ არსებობს, თუმცა ადგილობრივები სხვადასხვა ვერსიაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ დანაშაულის ჩადენის შემდეგ, არასრულწლოვანი საავტომობილო გზაზე გავიდა და დახმარებას ითხოვდა.

“რომელიღაცა ტაქსის მძღოლს გადასდგომია ეს გოგო და უთქვია, რომ კაცი მოვკალიო. მომხდარა ასე 8 საათზე და ჩვენ გავიგეთ გვიან.” – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

“თავიდან ეს ვერსია იყო რომ ვითომ გაუპატიუება დაუპირა. ეს ხომ გამორიცხულია. .. დაყაჩაღება, ფულისთვის, მეტი სხვა რა უნდა იყოს” – ამბობს კიდევ ერთი ადგილობრივი, რომელიც მოკლულ კაცს იცნობდა.

ახლობლები მოკლული კაცის მხრიდან შესაძლო ძალადობას გამორიცხავენ და ამბობენ, რომ ბრალდებულ არასრულწლოვანს არ იცნობენ.

წყარო: მთავარი არხი

Cesko