თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, სავარაუდოდ, 7 ტურისტი და 2 პილოტი დაიღუპა

August 22, 17:11
0
920

ტაილანდში ავიაკატასტროფა მოხდა – კერძო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, სავარაუდოდ, 7 ტურისტი და 2 პილოტი დაიღუპა. ინფორმაციას Dailymail-ი ავრცელებს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, თვითმფრინავი ჭაობში ჩამოვარდა და ცეცხლი გაუჩნდა. თვითმფრინავი ბანგკოკის აეროპორტიდან სამხრეთ-დასავლეთ სანაპირო რეგიონში მიფრინავდა, რომელიც თავისი პლაჟებით არის ცნობილი.

ადგილობრივების ინფორმაციით, თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ, აფეთქების ხმა გაიგეს.

ამ დროისთვის, მაშველები უგზო-უკვლოდ დაკარგულ მგზავრებსა და ეკიპაჟის წევრებს ეძებენ. მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში თვითმფრინავის ნამტვრევები და მგზავრების ტყეში გაფანტული პირადი ნივთები ჩანს.

Cesko