BBC: პოლონეთი რუსული რაკეტების ჩამოგდებას უკრაინის ტერიტორიაზე გეგმავს

0
143
46 Views

პოლონეთის ხელისუფლება განიხილავს შესაძლებლობას რუსული რაკეტები უკრაინის ტერიტორიაზე ჩამოაგდოს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრზე რადოსლავ სიკორსკიზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამ შეთავაზების ავტორი თავად უკრაინაა. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ეს შესაძლებლობა უკრაინა-პოლონეთის ახალ სამხედრო ხელშეკრულებაშია გაწერილი, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასულ კვირას ვარშავაში მოაწერა ხელი.

„ამ ეტაპისთვის ეს არის მხოლოდ იდეა. ჩვენს შეთანხმებაში წერია, რომ ჩვენ ამ იდეას შევისწავლით“, – ციტირებს BBC სიკორსკის.

როგორც პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, ზოგი რუსული რაკეტა, რომელიც სანქტ-პეტერბურგის ოლქიდან იქნა გაშვებული უკრაინის მიმართულებით, ჯერ ბელარუსის ცა, ხოლო შემდეგ პოლონეთის საჰაერო სივრცე 40 წამით დაარღვია და მხოლოდ ამის შემდეგ უკრაინაში ლვოვთან ახლოს დაეცა.

„ჩვენ ფრონტისპირა სახელმწიფო ვართ, და რუსული რაკეტები ჩვენს საჰაერო სივრცეს არღვევენ. ჩვენ ვთვლით, რომ ეს შეცდომით არის განპირობებული“, – დასძინა მან.

სიკორსკიმ ისიც აღნიშნა, რომ, თუ პოლონეთი რუსული რაკეტების საკუთარ ტერიტორიაზე ჩამოგდებას გადაწყვეტს, მაშინ ნამსხვრევებმა შესაძლოა მშვიდობიან პოლონელ მოსახლეობას ავნოს.

Cesko