ეკა სეფაშვილი: როგორც ჩანს, არასამთავრობოებს დასავლელმა პარტნიორებმა თავიდანვე მისცეს გარანტიები, რომ [ომის შემთხვევაში] ჯავშანი ექნებოდათ და მათ არავინ შეეხებოდათ

0
246
70 Views

უკრაინელი ხალხი დასავლეთს არაფერში აინტერესებს. მათ ზრახვებს ვინც ახორციელებს, იგივე „ენჯეოებს“, რომლებიც დასავლეთის ინტერესებს ატარებენ, ჰპირდებიან ჯავშანს, – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ საერთაშორისო მდივანი ეკა სეფაშვილი უკრაინაში მობილიზაციის ახალ წესს, რომლის თანახმად, საომარ მოქმედებებში მონაწილეობისათვის მობილიზაცია არ შეეხება არასამთავრობო სექტორში დასაქმებულ პირებს.

ეკა სეფაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს სახალხო დამცველის სიტყვებსაც იხსენებს და ამბობს, რომ ქართულმა არასამთავრობო სექტორმა, როგორც ჩანს, მსგავსი გარანტიები თავადაც მიიღო, როცა აქტიურად ითხოვდა ქვეყნის ხელისუფლებისგან უკრაინელებისათვის თანადგომა საომარ მოქმედებებში ჩართვით, რუსეთისათვის სანქციების დაწესებით და სხვა რადიკალური ფორმებით გამოეხატათ.

„უკრაინას არ აქვს ძალა ამ ეტაპზე რამე შეცვალოს, იმიტომ, რომ სამი ოპოზიციური ტელევიზია დახურეს და ოპოზიცია ფაქტობრივად აღარ არსებობს, არჩევნები არ არსებობს და ამ ეტაპზე დემონსტრაციების მოწყობის შესაძლებლობაც ნაკლებად აქვთ. აქედან ჩანს, რომ უკრაინელი ხალხი დასავლეთს არაფერში აინტერესებს. მათ ზრახვებს ვინც ახორციელებს, იგივე „ენჯეოებს“, რომლებიც დასავლეთის ინტერესებს ატარებენ, ჰპირდებიან ჯავშანს. აქ მახსენდება ნინო ლომჯარიას ნათქვამი, მირჩევნია ბომბების წვიმა, ვიდრე სირცხვილით დავიწვაო. ეს მაშინ თქვა, როცა ჩვენმა მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ორმხრივი სანქციები არ დაუწესა რუსეთს (ამ კონკრეტულ შემთხვევაში მთელი ევროკავშირი ვაჭრობს რუსეთთან და გამალებული ვაჭრობის ფონზე სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებელი გაზრდილია კიდეც). თურმე რაში ყოფილა საქმე (მაშინ ჩვენ, რა თქმა უნდა არ ვიცოდით, მაგრამ ახლა ნათლად გამოჩნდა) , როგორც ჩანს, ნინო ლომჯარიას და მთელ არასამთავრობო სექტორს მაშინაც ჰქონდა გარანტიები, რომ ომი მათ არ შეეხებოდათ. წარმოიდგინეთ, რა დონის არაჰუმანურები და მორალისგან დაცლილები არიან, რომ ფიქრობენ მხოლოდ თავად იყვნენ კარგად და სხვებს რა მოუვათ არ აინტერესებთ, ადამიანები როგორ იქნებიან, არ აწუხებთ და არც სამშობლო ადარდებთ,” – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

მან ისიც აღნიშნა, თუ რას გულისხმობდნენ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, როცა საუბრობდნენ შესაძლებლობების ფანჯრის გახსნაზე (ეკა გიგაური) და გეოსტრატეგიული სარტყლის შექმნაზე (ხატია დეკანოიძე) . სეფაშვილის თქმით, ეს ყველაფერი მიმართული იყო საქართველოს ომში ჩართვისკენ.

„რა თქმა უნდა, ომში ჩართვისკენ იყო ეს მოწოდებები და ამაში უკრაინელი მაღალჩინოსნებიც აქტიურად იყვნენ ჩართულები, რასაც ხელს უწყობდა არასამთავრობო სექტორიც. როგორც ჩანს, არასამთავრობოებს [დასავლელმა პარტნიორებმა] თავიდანვე მისცეს ეს გარანტიები, რომ ჯავშანი ექნებოდათ და მათ არავინ შეეხებოდათ. ამ ფონზე წარმოიდგინეთ, რომ ასეთ არასამთავრობოებს გადაურიცხეს ფული ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა და მოაკლეს საქართველოს თავდაცვის ძალებს, რომლებიც დგანან ოკუპაციის გამოწვევების წინაშე. რა თქმა უნდა, ქართულ ჯარს ამით არაფერი დაჰკლებია, იმიტომ, რომ ბიუჯეტიდან 100 მილიონი ლარის მათ ანგარიშზე ჩარიცხვა განხორციელდება, მაგრამ არც წვრთნების ჩატარება და არც თანხა, ზედმეტი არ იქნებოდა. უბრალოდ, წარმოიდგინეთ დასავლეთი როგორ გვაშანტაჟებს – ჯარს, ქვეყანას, ხალხს სჯის. ამ ხალხში ის ოპოზიციაც ხომ შედის. ოღონდ, ვფიქრობ, რომ ამ ამბების შემდეგ მათი მხარდამჭერების რაოდენობა კიდევ უფრო შემცირდება. 2020 წლიდან თვალს ვადევნებ რეიტინგებს და ოპოზიციის მხარდამჭერთა რაოდენობა თანდათან იკლებს, იმიტომ, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში ოპოზიცია ყოველ წუთას, ყოველ ჯერზე ატყუებს თავის ამომრჩეველს,” – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

Cesko