როგორი ამინდი იქნება 19 ივნისს საქართველოში – ქალაქების მიხედვით

0
112
25 Views

19 ივნისს ქუთაისში +30 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +21 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც წვიმს. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +21. ბათუმში დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +20 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

ფოთში დღისით მზიანი ამინდი და +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +21 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექიანი დღეა ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +28 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +20 გრადუსია ნავარაუდევი. +28 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს

მესტიაში წვიმიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +27 გრადუსი იქნება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღეს ჰაერი +32 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

ჭიათურაშიც იწვიმებს. დღე +32 გრადუსი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +32 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +15 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია ნალექი.

ბორჯომშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +32 იქნება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +26 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

გორში დღისით +33 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +32 გრადუსი იქნება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

გუდაურში ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის +21 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +9 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +23, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.

ლაგოდეხში ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +36 გრადუსი იქნება, ღამით კი +23 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით წვიმიანი ამინდი და +33 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +21 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც წვიმიანი დღე იქნება. დღისით +34 გრადუსი, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +34 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +22 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

რუსთავში დღისით +35 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +35 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +21 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია წვიმა.

Cesko