20 Views
გლდანში, პატარა ტბის ირგვლივ, ტერიტორიის სრული რეაბილიტაცია მოხდება. პროექტის ფარგლებში მოწესრიგდება 4 ჰექტარი ტერიტორია,
მოეწყობა მოსასვენებელი სივრცეები, სასეირნო ბილიკები, საკალათბურთო და საფეხბურთო მოედნები, გასუფთავდება ტბაც. გლდანის პატარა ტბის რეაბილიტაცია, სავარაუდოდ, 2025 წლის ზაფხულისთვის დასრულდება, – ამის შესახებ კახა კალაძემ განაცხადა.