მთელმა მსოფლიომ გაიგო, რას წარმოადგენს კეზერაშვილი, თაღლითური ხერხებით რომ მოქმედებდა და ძარცვავდა პენსიონერებს – კახა კალაძე

0
176
25 Views

თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ ისაუბრა მიზეზებზე, რის გამოც სენატორებსა და კონგრესმენებს ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ დაქირავებულ ლობისტებთან შეხვედრაზე შეიძლებოდა უარი ეთქვათ.

მისი განცხადებით, აღნიშნული უარი განაპირობა კეზერაშვილის თაღლითურმა საქმიანობამ, რაც პენსიონერების ძარცვის ფაქტებს გულისხმობდა.

„ცხადია, შეხვედრა რატომ არ ისურვეს. ტელეკომპანია „ფორმულა“ ვისია? დავით კეზერაშვილის. რით იყო დაკავებული კეზერაშვილი და რა რეპუტაცია აქვს მას, ყველამ ვიცით. ისიც ვიცით ბოლო წლების განმავლობაში რას აკეთებდა, როგორი თაღლითური ხერხებით მოქმედებდა, მხედველობაში მაქვს პენსიონერების ძარცვა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

Cesko