(ვიდეო)”მოკლულია 4 პირი, მათ შორის, ბრალდებულის ბიძა და ბიძაშვილი: ერთი საათის წინ რუსთავში მომხდარი ტრაგედიის ახალი დეტალები

0
1194
123 Views

რამდენიმე წუთის წინ რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობაზე შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა. წინასწარი ინფორმაციით, მოკლული ოთხი ადამიანი, ასევე არიან დაჭრილები.

საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით, ბაზრის ტერიტორიაზე უცნობი პირი შეიჭრა და ცეცხლსასროლი იარაღით მოვაჭრეებს ცეცხლი გაუხსნა.

როგორც თვითმხილველი ამბობს, უცნობმა პირმა ბაზრის ტერიტორიაზე ადამიანები მოკლა.

“უცნობი პირი შეიჭრა ბაზარში და ადამიანები მოკლა. ამბობენ 3 ადამიანიო. ზოგი ოთხიო, ამბობს. სხვა არაფერი ვიცით”,- ამბობენ თვითმხილველები.

წინასწარი ინფორმაციით, თავდამსხმელი გაქცეულია.

დადგინდა, რომ ბაზრის ტერიტორიაზე რამდენიმე გასროლა განახორციელა 1988 წელს დაბადებულმა გ.ო.- მ.

სროლის შედეგად მოკლულია ოთხი პირი, მათ შორის ერთ-ერთი ბრალდებულის ბიძაა, რომელიც აღნიშნულ ბაზარში იყო დასაქმებული. ხოლო დაჭრილია ერთი პირი, ბრალდებულის ბიძაშვილი.

დაჭრილი საავადმყოფოში არის მოთავსებულები, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება. სამართალდამცველებმა გ.ო. შემთხვევის ადგილზე დააკავეს. ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები და ყველა შესაბამის ღონისძიებას ახორციელებენ.

 

 

Cesko