ტელეწამყვანი თიკა ფაცაცია გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ესტუმრა.
რუბრიკაში „მოზადებისთვის“ მან თავისი თინეიჯერობის პერიოდის შესახებ ისაუბრა.
„ვმუშაობდი. ჩემი ერთ-ერთი შემოსავლის წყარო მოდელობა იყო, ასევე, სასიმღერო კარიერა. ძალიან სავსე იყო ჩემი შემოქმედებითი ცხოვრება…
ოჯახის მხარდაჭერა გადამწყვეტი იყო, რადგან სასიმღერო თუ სამოდელო კარიერა მთლად პრესტიჟული არ იყო. ვფიქრობ, ჩვენ, იმ თაობის ადამიანებმა ძალიან შევცვალეთ ამ საკითხის მიმართ დამოკიდებულება…
17 წლის ვიყავი, რომ გავთხოვდი. ჩემთან სხვანაირად დალაგდა თინეიჯერობაში შექმნილი ოჯახი, ვერ ვიწუწუნებ… ასევე, თინეიჯერი ვიყავი, როდესაც დედა გავხდი. მივხვდი, რომ უფრო მეტი პასუხისმგებლობა მომენიჭა, როგორც მეუღლეს და როგორც მშობელს.
არ მქონია მომენტი, რომ აი, გავიზარდე, ახლა სახლში უნდა დავჯდე და ბავშვი გავზარდო. პირიქით, თავიდანვე ძალიან მეოჯახე ვიყავი და ეს საკითხიც უმტკივნეულოდ გავიარე…” – ამბობს თიკა ფაცაცია.
სხვა ახალი ამბები:
რა სიურპიზი მოუწყვეს სოფო ბედიას დაბადების დღეზე – ვიდეო სოციალურ ქსელს იპყრობს
რა სიურპიზი მოუწყვეს სოფო ბედიას დაბადების დღეზე – ვიდეო სოციალურ ქსელს იპყრობს
“ჩემი უსიმპატიურესი მამიკო” – ნუცა ბუზალაძემ მამა გამოაჩინა და ემოციური გზავნილი მიუძღვნა
ვიდეო: „მოვკიდე ხელი და წამოვიყვანე სახლში“ – თედო ბექაურის და მისი მეუღლის სიყვარულის ისტორია
დიდი ტრაგედია: ახლახანს ყველასთვის საყვარელი ქართველი მსახიობი გარდაიცვალა