ვარკეთილში, ქმრის, გიორგი კავლელაშვილის მიერ 27 წლის ცოლის, ქეთევან ედიბერიძის მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
“მრავლობითი დაზიანებები მიაყენა…”- თბილისში, ქმარმა 27 წლის ცოლი მოკლა – დეტალები
როგორც ახალგაზრდა ცოლ-ქმრის მეზობლები აცხადებენ, კავლელაშვილმა ცოლს დაზიანებები მძინარე მდგომარეობაში მიაყენა. შემთხვევის დროს სახლში იმყოფებოდა მათი 4 თვის ბავშვი და ასევე, კავლელაშვილის მამაც.
„დიდი ხანია, აქ ცხოვრობენ. ცოლი, ქმარი, 4 თვის შვილი და ბიჭის მამა ცხოვრობდნენ ერთად. ახლოს არ ვიცნობდი, ეს მეორე ცოლია, ორსული როცა იყო, ეზოში ერთად სეირნობდნენ ხოლმე. ერთი ორი წელი იქნება, რაც ცოლად მოიყვანა. ამ დროს სოფელში, თუ არ ვცდები, დმანისის რაიონში იყვნენ და როგორც გავიგე, გუშინ საღამოს ჩამოვიდნენ, ბავშვი აცრაზე უნდა წაეყვანათ, ამიტომ ჩამოსულან. ეს ბიჭი ჩვენ თვალწინ გაიზარდა, აქამდე ცუდი არასდროს გაგვიგია. მეზობელმა მითხრა, გოგლამ ცოლი მოკლაო. ზოგი ამბობს, ნასვამი არ იყოო, შემთხვევის დროს სახლში მამა ყოფილა, ეძინა და არაფერი გაუგიაო, გამთენიას მომხდარა. მეზობლებმა თქვეს, დანით დაჭრა მძინარე მდგომარეობაშიო, ბავშვიც სახლში იყოო”,- აცხადებს მეზობელი.
ქეთევან ედიბერიძე „ინგოროყვას” კლინიკაში, სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ჭრილობებით გარდაიცვალა. დაჭრილია გიორგი კავლელაშვილიც, მან მომხდარის შემდეგ თვითდაზიანებები მიიყენა.
სხვა ახალი ამბები:
🎥 “ლიზა ჩემთვის მთელი გალაქტიკა და სამყაროა” – ირაკლი მაქაცარიას გულახდილი ინტერვიუ ცოლ-შვილზე