ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი და მწვრთნელი — მარიო ზაგალო 92 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ზაგალომ, როგორც მარცხენა ვინგერმა ბრაზილიის ნაკრების პირველი მსოფლიო ჩემპიონობა 1958 წელს იზეიმა. ის 1970 წლის ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო და როგორც მწვრთნელმა 1970-ში მუნდიალი პელესთან, ზაირჟინიოსთან, რიველინოსთან და იმ ფეხბურთელებთან ერთად მოიგო, რომლებიც მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ოქროს ასოებით არიან ჩაწერილი. 1994 წელს ზაგალომ მუნდიალი მწვრთნელის ასისტენტის რანგში მოიგო და გახდა ადამიანი, რომელსაც 4 მსოფლიო ჩემპიონის ტიტული აქვს.
სხვა ახალი ამბები:
„ნაღდი“ იყო კაკული…“ – რას წერს თიკა ფაცაცია კაკული გურიელაშვილზე
ბერა ივანიშვილი უსაყვარლესი ბერუკას და დადუს ფოტოს გვიზიარებს
როგორ გაიცნეს მერაბ სეფაშვილმა და კაკული გურიელაშვილმა ერთმანეთი (ვიდეო)
როგორ იპარავდნენ ლენინს მავზოლეუმიდან კაკული გურიელაშვილი და მისი მეგობარი
ალენ დელონი შვილს ცილისწამებისთვის უჩივის – „რომელ მამას შეუძლია შეეგუოს ამას?”