ვის მოუტანს წარმატებას 2024 წელი – ხათუნა ნოელის პროგნოზი

0
282
57 Views

როგორი იქნება მომავალი წელი? – ამის შესახებ ასტროლოგი ხათუნა ნოელი დეტალურ პროგნოზს აქვეყნებს.

„თავიდანვე ვიტყვი, არც ძალიან ცუდი, არც ძალიან კარგი. რა თქმა უნდა, იქნებიან ადამიანები, ვისაც წარმატებასაც მოუტანს და ბევრ სიხარულსაც. ასევე ისეთებიც იქნებიან, ვისაც 2024 გულს დასწყვეტს. ეს ასეა ყოველ წელს.

ზოგადი ტენდენციებით კი წელი არაფრით გამორჩეული არაა. მითუმეტეს რაღაც დიდი კატასტროფები, მსოფლიო მასშტაბის უბედურებები მოსალოდნელი არ იქნება.

ასეთი ამბები ძირითადად ხდება ხოლმე რამდენიმე შემთხვევაში:

1. როდესაც დაბნელებების რიცხვი აჭარბებს სტანდარტულ, წელიწადში 4 დაბნელებას. ამ წელიწადში მხოლოდ ოთხია.

2. როდესაც გვაქვს მძიმე, ნეგატიური პლანეტების შეერთებები ან დაძაბული ასპექტები. 2024-ში მათ დადებითი ურთიერთასპექტაციაც კი აქვთ გარკვეული პერიოდის მანძილზე.

3. როდესაც რაიმე ციკლი სრულდება და ახალი უნდა დაიწყოს. ამ წელს არც კარმული კვანძები იცვლიან მდებარეობას; იგივე ზოდიაქოებში რჩებიან ნეპტუნიცა და ურანიც. სატურნიც კი, რომელიც შედარებით სწრაფად მოძრაობს, ჯერ ისევ თევზებში დარჩება.

ცვლილებები შესაძლოა მოეტანა პლუტონის გადასვლას მერწყულში, და დიახ, 2024ის 21 იანვარს ის გადადის ამ ზოდიაქოში, თუმცა სექტემბრის დასაწყისში კვლავ თხის რქას უბრუნდება და საბოლოოდ მერწყულის სტუმარი წლის ბოლოსკენ 20 ნოემბრიდან გახდება. იქამდე მხოლოდ რეპეტიციობს.

დაბეჯითებით გეტყვით, გრანდიოზული ცვლილებები ნაკლებად მოსალოდნელია. 2024 ძირითადად ძველი ტენდენციების გაგრძელებაზე იმუშავებს.

ახალი მხოლოდ იუპიტერის მიერ ნიშნის შეცვლით იქნება განპირობებული. ისიც მაისის ბოლოდან, როდესაც ეს პლანეტა ტყუპებში გადავა. თუმცა მინდა გითხრათ, რომ ეს ზოდიაქო იუპიტერისათვის არახელსაყრელ მდებარეობად ითვლება, თავს სრულიად მოუხერხებლად გრძნობს და შესაბამისად რაღაც სასწაულ და თავბრუდამხვევ წარმატებებს არავის ჰპირდება ხოლმე აქედან, საკმაოდ მოკრძალებულ საჩუქრებს არიგებს, და რაცაა ეგაა. მაგაზედაც მადლობა.  

ომის ( ორივესი) ფაზის გააქტიურება თებერვალშია მოსალოდნელი- მარსისა და პლუტონის შეერთებაზე.
აპრილი სატურნი- მარსის შეერთების ფონზე ჩაივლის და აქაც შეიძლება ან აგრესიის გაძლიერება ვიხილოთ, ან პირიქით, შემაკავებელი ფაქტორები ჩაირთონ. შეერთებაა და ძნელი სათქმელია საით გადასწონის.

მარტი-აპრილი დაბნელებების პირველი სერიაა.

მაისში პლანეტების აღლუმია კუროში. სულ კარგი ამბებით ივნისშია პლუტონისა და მარსის კვადრატი მცირე ხნით და გავუძლებთ, ეგეთებისთვის გაგვიძლია? თანაც ზედა პლანეტები ჰარმონიულ ფონს ქმნიან ზუსტად მაგ დროს და არბილებენ უსიამოვნებებს.

აი აგვისტო უფრო რთულია, მარსისა და ურანის შეერთების გამო, რომელსაც სატურნთან ექნება დაძაბული ასპექტი. ამ დროს, შესასაძლოა არასასურველი ამბები, მათ შორის ბუნებრივ კატაკლიზმებთან ( და არამხოლოდ) დაკავშირებულიც…

სექტემბერ-ოქტომბერში დაბნელებების მეორე სერია იქნება.

და ბოლოს ნოემბრის1ლი ნახევარი იქნება „ცხელი“  მარსისა და პლუტონის ოპოზიციის გამო. მეორე ნახევრიდან კი ემატება იუპიტერი სატურნის კვადრატი – სოციალური პლანეტები. რაღაც მეამბოხე, რევოლუციურად განწყობილი თემები მოდის მაგ დროს.

დეკემბრის ჩათვლით იმავე ეიფორიაში იქნება სამყარო რაც ნოემბერში დაიწყო…
მოკლედ არაფერი ისეთი, რაც სხვა წლებში არ ხდებოდა.

უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანი ამბები 2025 , 2026, 2027 წლებში იქნება მოსალოდნელი. ჯერჯერობით კი შედარებითი ერთწლიანი სიმშვიდეა“, – წერს ასტროლოგი.

Cesko