“რა სილამაზეა” – სოფიკო შევარდნაძის სახლი-სასტუმრო – როგორ ბინაში ცხოვრობს ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილი – ფოტოები

0
725
34 Views

ტელე და რადიოწამყვანი სოფიკო შევარდნაძე, რომელიც ამჟამად რუსეთში ცხოვრობს, თურმე ყოველთვის ოცნებობდა სასტუმროში ცხოვრებაზე. ახლა მისი ბინა ნამდვილად ჰგავს სასტუმროს, მხოლოდ სარეგისტრაციო დახლი აკლია.

ჯერჯერობით არ არის დაქორწინებული და ბინაში მარტო ცხოვრობს. თბილისში დაბადებულმა ბავშვობა პარიზში გაატარა, უმაღლესი განათლება ნიუ-იორკის უნივერსიტეტში მიიღო, მცირე ხანს ბოსტონში მუშაობდა, 2006 წლიდან კი მოსკოვში დაფუძნდა. ბინაც მოსკოვში ამოარჩია, ისტორიული. სახლი, სადაც სოფიკოს აქვს აღებული ბინა, 1914 წელს არის აშენებული ცნობილი არქიტექტორის ვლადიმერ გლაზოვის მიერ. 1920-იან წლებში აქ ცნობილი ლიტერატურული კლუბი ფუნქციონირებდა, სადაც რეგულარულად დადიოდნენ ბულგაკოვი,ტოლსტოი და სხვანი.

სოფიკოს ძველი ბინიდან ფორტეპუანო დარჩა. ”რესტავრაცია გავუკეთე და დავიტოვე. ის მნიშვნელოვანი ელემენტია ჩემს მისაღებ ოთახში”, – ამბობს სოფიკო. ფორტეპიანოზე მისი ოჯახის წევრების ფოტოები აქვს მოთავსებული.

ინტერიერის გაფორმება სოფიკომ ბავშვობის მეგობარს, აფხაზ დიზაინერსა და მხატვარს გია ჩაუშბას ანდო. ”მინდოდა, რომ ეს სივრცე მე დამსგავსებოდა, გია მე კარგად მიცნობს და ზუსტად განახორციელა ეს იდეა. მე მიყვარს ექსპერიმენტები, მალე მბეზრდება ყველაფერი და ამ ბინაშიც ბევრი ექსპერიმენტია”.

 

სხვა ახალი ამბები:

იტალიაში ქართველი ემიგრანტი დაიღუპა, რა გახდა ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზი? – “ვანო, დედიკო მოგივიდა. ჩვენო გაუხარებელო, ახალგაზრდა წახვედი ამ ქვეყნიდან”

როგორ მოხვდა თედო ბექაური ფილმის „გაღმა ნაპირი“ გადასაღებ მოედანზე – რას ამბობს თედო

კი, დავბერდი და ყველაფერი მტკივა, მაგრამ რაღაცის კეთება მინდა…” – ზურა ყიფშიძე შვილიშვილებზე, “ცის გახსნის” ტოლფას სიხარულსა და მონატრებაზე

ქართველი ხალხი 1:0 დაწინაურდა რუსულ პარტიასთან ბრძოლაში – ლევან ხაბეიშვილი

“მამამისთან ყოველთვის ჰქონდათ ურთიერთობა და დღემდე ასეა, მეგობრობენ” – ნატო გელაშვილის დანგრეული ოჯახი, ორი ქორწინება, გარდაცვლილი ძმა და დიდი ტრაგედია

ძაღლმა 5 და 3 წლის ბავშვები დაკბინა და უმძიმესი დაზიანებები მიაყენა… სად მოხდა შემთხვევა და როგორია ბავშვების მდგომარეობა – დეტალები

თავისუფლების მოედანზე, სადაც საქართველოსთვის ევროკავშირის სტატუსის მინიჭება აღინიშნება, საქართველოს პრეზიდენტის მისვლის დროს, ინციდენტი მოხდა – ვიდეო

“13 წლისა გავთხოვდი, ზურა ჩემზე 10 წლით უფროსი იყო; პირველი ბავშვი 14 წლისას შემეძინა, 40 წლისას აღარც შვილები მყავდა და აღარც ქმარი” – მსახიობ ნინო ხომასურიძის უმძიმესი ისტორია

 

Cesko