“მამამისთან ყოველთვის ჰქონდათ ურთიერთობა და დღემდე ასეა, მეგობრობენ” – ნატო გელაშვილის დანგრეული ოჯახი, ორი ქორწინება, გარდაცვლილი ძმა და დიდი ტრაგედია

0
2028
44 Views

ქართველი კომპოზიტორი, პოეტი და ავტორ-შემსრულებელი ნატო გელაშვილი 1972 წლის 18 აპრილს, ბორჯომში დაიბადა. დაამთავრა ბორჯომის პირველი საშუალო სკოლა. პარალელურად სწავლობდა მუსიკალურ შვიდწლედში. 1989 წელს ნატომ მე-3 მუსიკალურ სასწავლებელში ჩააბარა. ეს პერიოდი მისი შემოქმედებისთვის საკმაოდ აღმავალი იყო. სწორედ ამ დროს დაიწერა ისეთი სიმღერები, როგორებიცაა: „ყვავილების დედოფალა“, „ლოთიანი“, „ეშხიანი ქალები“, „ერთი რამე გულიანი“, „ერთი კაცი მიყვარდა“.

მუსიკის გარდა, ნატო ბავშვობიდან სპორტის სიყვარულით გამოირჩეოდა, დედამისი ყოფილი კალათბურთელი იყო.

“დიდ ჩოგბურთზე დავდიოდი, მაგიდის ჩოგბურთსაც ვთამაშობდი. ერთხელ სოხუმში შეჯიბრება ტარდებოდა და მესამე ადგილი ავიღე. სპორტი გენეტიკურია ჩვენს ოჯახში – დედაჩემი ყოფილი კალათბურთელია, მამაჩემიც ფანტასტიკურად თამაშობს კალათბურთს. სახლში მაგიდა გვედგა და  ჩოგბურთის ჩემპიონატი იმართებოდა.

მომწონდა ხალში ტრიალი და ქაოსური ცხოვრება. ოჯახს ძალიან უნდოდა მედიცინას გავყოლოდი, მაგრამ ბოლო მომენტში უარი ვუთხარი და მუსიკა ავირჩიე. არ ვიცი, როგორი ექიმი გამოვიდოდი, მაგრამ როცა საქმეს ხელს მოვკიდებ, არ მიყვარს მისი მიფუჩეჩება.

მე იმდენად პატარა ასაკში ვწერდი სიმღერებს, სულაც არ მიოცნებია რამეზე. მეგონა ეს ბავშვური გართობა იყო, მაგრამ ყოველთვის მრცხვენოდა დაკვრის. როცა ჩემზე სიამაყით იტყოდნენ, ეს გოგო სიმღერებს წერსო, ვწითლდები.

მომღერლის ოჯახისთვის არც ტრაგედიაა უცხო – მას სამ წელიწადში გარდაეცვალა ძმა, დედა და მამა. მამუკა გელაშვილი 2013 წელს, 43 წლის ასაკში გარდაიცვალა. იმ პერიოდში ნატომ დაკარგა მშობლები… სამ წელში, ოჯახის წევრების გარეშე დარჩენილი მუსიკოსი, დეპრესიაში ჩავარდა…

ძალიან ბევრი ადამიანია ჩემს დღეში – დაობლებული, მარტოსულად დარჩენილი, მაგრამ, იცით, ცუდი რა იყო? ზედიზედ სამ წელიწადში სამი ადამიანი დავკარგე. იმდენად მიყოლებით მოხდა ეს ყველაფერი, რომ.. ვერ ვიაზრებდი პირველს, რომ მეორე ტრაგედია მოდიოდა, მერე მესამე. რაღაც აუხსნელი პერიოდი იყო. ვერ გეტყვით, უფალმა ამისთვის როგორ მომამზადა.

ყველაზე დიდი დარტყმით დაიწყო. ჩემთვის ძმაც იყო, მეგობარიც და ყველაზე დიდი გულშემატკივარიც. ის იყო ერთადერთი, რომელშიც ნატო თავიდან ბოლომდე იყო ასახული.

დედას ინსულტი დაემართა და ლოგინად ჩავარდა. უფალმა დედის სახით საზრუნავი მომცა. მას რომ ჩვეულებრივად განეგრძო ცხოვრება, შეიძლებოდა უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩენილიყავი. საერთოდ ყველაფერზე ავიღე ხელი. აუცილებლად რაღაც უნდა მომსვლოდა, კიდევ უარესი, რომ მეგრძნო, საჭირო ვიყავი და ფიქრისთვის დრო არ დამრჩენოდა. ზუსტად ასე გააკეთა უფალმაც.

მე და მამა ერთმანეთს ძალიან ვგავდით, მისი ასლი ვარ. ხასიათით გაწონასწორებული იყო და ვერასდროს შეატყობდით, რომ ამხელა დარდს ატარებდა. მეც თუ ცუდად ვარ, მირჩევნია, სახლში ვიჯდე და სხვამ არ შეამჩნიოს, რა მდგომარეობაში ვარ.

ძმის შემდეგ ოჯახი განახევრებული იყო და ფაქტიც სახეზეა. ერთ წელიწადში დედაც და მამაც თავიანთი შვილის გვერდით აღმოჩნდნენ. მამას არასდროს არაფერი სტკენია. დილით ბაღში ვარჯიშობდა, აბსოლუტურად ჯანმრთელი ადამიანი იყო…

მახსოვს, ექიმი რომ გამოვიდა, პირდაპირ მითხრა, ნატო, ვერაფერს იზამ, მეოთხე სტადიააო. რამდენიმე წამში მამა შემოვიდა. იმ დღიდან კიდევ ახალი თამაშის დაწყება მომიწია. იმდენად ბუნებრივად ვუთხარი, რომ მსუბუქ რაღაცაზე იყო საუბარი და ოპერაციის შედეგად ამოისუნთქებდა, ეს ბოლომდე სჯეროდა.

ტაბლეტური ქიმიოთერაპია დაუნიშნეს, რადგან გადასხმებით დიაგნოზს მიხვდებოდა. თავისი მდგომარეობა რომ გაეგო, ალბათ უფრო ადრე დაემართებოდა ის, რაც დაემართა” – ამბობდა ნატო გელაშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში.

ნატო გელაშვილი 24 წლის ასაკში დაქორწინდა. მისი რჩეული გელა ჭოხონელიძე იყო.

“დრო იყო ოჯახი შემქმნა, იმ ასაკში მივხვდი, რომ ძალიან მინდოდა შვილი. გელა ჭოხონელიძე იმ კაფეში მუშაობდა, სადაც მე და ჩემი მეგობრები ხშირად დავდიოდით. ჩვენი ურთიერთობა მეგობრობით დაიწყო და სერიოზულ გრძნობებში გადაიზარდა. ის ქალი არ ვარ, რომელიც პირადის გარეშე ვერ იცხოვრებს. ნატომ, როგორც ქალმა, უკვე იცხოვრა. იმის გამო, რომ მარტო არ ვიყო და მქონდეს პირადი, ჩემს მორალში არ შედის.

მივეჩვიე, რომ უნდა ვყოფილიყავი ძლიერი იმიტომ, რომ ორი შვილი მყავდა. ყველაფერს ვაკეთებდი, რომ ისინი ბედნიერები ყოფილიყვნენ. მათთ ან ყოველთვის გახსნილი ურთიერთობა მქონდა, სატკივარი ერთად გვტკიოდა. მამამისთან ყოველთვის ჰქონდათ ურთიერთობა და დღემდე ასეა. შაბათ-კვირა მამის დღეა, მიდიან და მასთან მეგობრობენ. შვილით ვაჭრობა ჩვენს შემთხვევაში არ ყოფილა. არც ზედმეტი კითხვები ისმება. გელას მეორე ოჯახი არა ჰყავს.

ვახო დიდი გრძნობით მოვიდა ჩემთან. მე თანდათან ვეწეოდი გრძნობაში და ნელ-ნელა ვიგებდი მის ხასიათს. ძალიან ნაკითხი, ერუდირებული და საინტერესო ადამიანი იყო. რამდენიმე წელი დამჭირდა, რომ შემყვარებოდა. დაღლილი, დაცლილი და საშინლად გამხდარი ვიყავი. დეპრესია მქონდა… აუტანელი ვიყავი, არავინ არ მინდოდა. ეს ბედისწერაა. მეშინოდა ოჯახის მეორედ შექმნა, მაგრამ რამაც ეს ნაბიჯი გადამადგმევინა, ეს იყო ვახო გორგაძის ძალიან დიდი სიყვარული. მისი ეს გრძნობა და მართლა დიდი ნებისყოფა დასაფასებელია. მეათე წელია ერთად ვართ. დედა, როგორ გავიდა დრო… არადა, ძალიან უცნაურად გავიცანით ერთმანეთი. სამი თვე დაჟინებით მირეკავდა, თქვენი ფანი ვარ და დისკზე ხელი მომიწერეთო. მაშინ „დეკემბერი“ ახალი გამოსული იყო. ერთხელაც, რომ დამირეკა, ზაფხული იყო, ბორჯომში ვიყავი. 2 საათში ვიქნებიო და მართლაც თბილისიდან 2 საათში ჩამოვიდა. ჩემი პირველი შთაბეჭდილება ის იყო, რომ ვიფიქრე, ეს ნორმალური არ არის, პატარა გადახრილია-მეთქი. ხელი მოვუწერე და ამასობაში ბევრი საერთო ნაცნობი ჩამომითვალა, მათ შორის ჩემი დეიდაშვილები. დაიწყო მეგობრობა…

რამდენჯერმე 2-3-ჯერ შევხვდით ერთმანეთს, ისიც ჩემი მოთხოვნით. ძალიან ფართო საახლობლო წრე აღმოგვაჩნდა და როდესაც რეკავდა, წამოდი, სადმე ვიქეიფოთო, მე ვეუბნებოდი აუცილებლად მეუღლესთან ერთად-მეთქი. მე რომ მცოდნოდა, რომ ვახოს მის მეუღლესთან დიდი გრძნობა ჰქონდა, ამ ამბის გაგრძელება გამორიცხული იქნებოდა. ამ შემთხვევაში ვახო მართლდება იმით, რომ მას ჩემდამი ჰქონდა გრძნობა, რომელიც რას გაგაკეთებინებს, არავინ იცის. ჩემთვის წარმოუდგენელი იყო მასთან ურთიერთობა, მაგრამ დავდექით ფაქტის წინაშე – ამ ადამიანის გრძნობას ვერც მისი მეუღლე და ვერც მე – ვერ მოვერეოდით. არავის არაფერს არ ვართმევ, ყველასთვის ყველაფერი დამითმია. სხვისი არაფერი მინდა. სულით დაბალი თუ არა ხარ, ან არ გიჭირს, რატომ უნდა წაართვა მეგობარს ქმარი? მეგობრებს ქმრებს ართმევენ, როდესაც რაღაც უნდათ იმ ქმრისგან. ნატოს არ ჰქონდა იმის გასაჭირი, რომ გათხოვილიყო, შვილის გამო მაინც გათხოვილიყო, ნატოს არ ჰქონდა ფინანსების პრობლემა, რომ ამის გამო გაჰყოლოდა ცოლად ვახოს. არ მქონდა მიზეზი, რომ ვიღაცისთვის წამერთმია ქმარი. დღემდე ვცდილობ, ხელი არ შევუშალო ოჯახთან და შვილებთან ურთიერთობაში. არ მაქვს ჩვევა, რომ სხვისი რამე მინდოდეს. ყველაზე მეტად ეს ურთიერთობა მე არ მინდოდა, თუნდაც იმიტომ, რომ იმ ოჯახს ვიცნობდი და წარმოუდგენელი იყო” – ამბობდა ნატო გელაშვილი.

წყარო: marao.ge

სხვა ახალი ამბები:

ძაღლმა 5 და 3 წლის ბავშვები დაკბინა და უმძიმესი დაზიანებები მიაყენა… სად მოხდა შემთხვევა და როგორია ბავშვების მდგომარეობა – დეტალები

თავისუფლების მოედანზე, სადაც საქართველოსთვის ევროკავშირის სტატუსის მინიჭება აღინიშნება, საქართველოს პრეზიდენტის მისვლის დროს, ინციდენტი მოხდა – ვიდეო

“13 წლისა გავთხოვდი, ზურა ჩემზე 10 წლით უფროსი იყო; პირველი ბავშვი 14 წლისას შემეძინა, 40 წლისას აღარც შვილები მყავდა და აღარც ქმარი” – მსახიობ ნინო ხომასურიძის უმძიმესი ისტორია

რისთვის ომობს რუსეთი და ამერიკა? დიახ ამერიკა არ მოგესმათ, უკრაინა უბრალოდ ინსტრუმენტია…”- რას წერს ლალი მოროშკინა

9 შვილის მამა კლინიკაში სამედიცინო გამოკვლევების ჩასატარებლად მივიდა, იქ კი შემთხვევით გაიგო, რომ უნაყოფოა…

„ჩვენი სიყვარული ანნა!“ – ირაკლი მაქაცარია და ლიზა ჩიჩუა ანნა სულაბერიძესთან ერთად: უსაყვარლესი კადრები

“აგენტად და რეზიდენტად რომ იქცევი 70 წლის, ფეხზებატკანშებმული დედაკაცი, რასაც გეტყვიან, უნდა შეასრულო!”- ზურაბიშვილი სააკაშვილს შეიწყალებს?! – რას წერს ხათუნა ხოფერია

„სკოლაში ბავშვებს „სეკრეტ სანტა“ არ უნდა ათამაშონ… ზოგს შეხვდა ზოგს – არა…სხვა თანაკლასელს უფრო ძვირადღირებული და ლამაზი მოუტანა…” – რას წერს მშობელი

„მომრავლდით კაცები ან ქალები, რომლებიც მუდმივად წუწუნებთ და თავს ისაწყლებთ… ამიტომ პირდაპირ გეტყვით…” – ვის მიმართავს თათა გიორგობიანი?

“ბოდიშს გიხდით ამის გამო, ნუ მიწყენთ ძალიან გთხოვთ” – თედო ბექაური საგანგებო განცხადებას აკეთებს

(ვიდეო) „ძალიან ბევრ გათხოვილ ქალთან მქონია რომანი, ერთმა ქალმა შემდეგ გამაცნო თავისი ქმარი, აი ეგ არის საშინელება რომ…“ – გივი სიხარულიძე

Cesko