რა უნდოდა ზურაბიშვილს ბაზელში? – დიდი თამაში და გარიგების ალბათობა – ბურჯანაძის კითხვები პრეზიდენტს

0
4439
90 Views

პოლიტიკოსი, ნინო ბურჯანაძე, ტვ პირველთან, პასუხობს ჟურნალისტ დიანა ტრაპაიძის კითხვებს:

ნინო ბურჯანაძე:

–არ ვჩანდი ეთერებში მარტივი მიზეზების გამო – მე პოლიტიკოსი ვარ, მე არ მინდა სპექტაკლის მონაწილე ვიყო. პოლიტიკა მოკლეს და ამის ნაცვლად არის ქვეყანაში სპექტაკლი, რომელშიც სამწუხაროდ, ნებსით თუ უნებლიედ, ჩემი კოლეგების უმრავლესობა ჩაერთო, ამაში მონაწილეობა არ მინდა.

მთელი ოპოზიცია ჩართულია იმ დღის წესრიფში, რომელსაც გვთავაზობს ქართული ოცნება. არა ოპოზიცია ქმნის დღის წესრიგს, რომელსაც ამდენი პრობლემების ფონზე, ნამდვილად უნდა შეექმნა დღის წესრიგი, არამედ დღის წესრიგს ქმნის ქართული ოცნება და ოპოზიცია მიყვება ამ დღის წესრიგში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თემები ყურადღების მიღმა რჩება. იმპიჩმენტის რეალური მიზანიც, ალბათ, ეს იყო.

ეს ვითარება რომ აქამდე მივიდოდა პრეზიდნეტთან მიმართებაში, ჩვენ ეს უნდა გვცოდნოდა. როდესაც არჩევნები ტარდებოდა და არჩევნებმა მიიღო ისეთი ფორმა, როგორც მიიღო მაგალითად პლაკატებზე და რა თქმა უნდა დააყვედრებდნენ, აქამდე მივიდოდა, გუნდი როდესაც ამბობს, ავიღე და დავსვი და ის ამას დაეთანხმა, ბუნებრივია, გუნდი მისგან მორჩილებას ითხოვს, ხომ?

ფაქტი არის ერთი – ცუდია ის, რომ ზოგადად დაკნინდა პრეზიდენტის ინსტიტუტი. ცუდია ის, რომ ქვეყანა გამოიყურება ცუდად, როცა ამ ტიპის პროცესები მიდის, ცუდია ის, რომ ადამიანები, დეპუტატები, იმდენად არ სცემენ პრეზიდენტის ინსტიტუტს პატივს, ფეხზე არ დგებიან, როცა შემოდის პრეზიდენტი. არ აქვს მნიშვნელობა ქალია, თუ კაცია, პოლიტიკამ ქალი და კაცი არ იცის, არ აქვს მნიშვნელობა მოგწონს, თუ არა, სანამ პრეზიდენტია, ფორმალურად მაინც უნდა სცე პატივი პრეზიდენტის ინსტიტუტს. პრეზიდენტის ინსტიტუტი დაკნინდა იმ მუდმივი კინკლაობით, რაც იყო პრეზიდენტსა და მმართველ გუნდს შორის, პრეზიდენტის ინსტიტუტი დაკნინდა იმ საარჩევნო პროცესით, რომელზეც მომავალი პრეზიდენტი დათანხმდა, პრეზიდენტის ინსტიტუტი დაკნინდა ძალიან ბევრი გაუგებარი ნაბიჯებით, რომელიც იდგმება საქრათველოს პრეზიდენტის მხრიდან. ბუნებრივია მაქვს სერიოზული, პასუხგაუცემელი კითხვები, კითხვები, რომელსაც იწვევს პრეზიდენტის ნაბიჯი, ან ნაბიჯი რომელიც შეეძლო გადაედგა და არ გადადგა, პრეზიდენტის განცხადებები, შეფასებები, იგივე პრეზიდნეტის ვიზიტები – კითხვები ძალიან ბევრია. რა ხდება ამ ვიზიტებზე, რა ტიპის ვიზიტებია?

მე მიჭირს იურიდულ დეტალებში შესვლა, მაგრამ თუ შენ ნებართვას ითხოვ, ესე იგი თვლი, რომ ნებართვა გჭირდება. როცა ნებართვას არ გაძლევენ და მაინც მიდიხარ, ეს უკვე შენი გადაწყვეტილებაა. რა თქმა უნდა, პრეზიდენტს უნდა გაეკეთებია ყველაფერი, რაც მას შეეძლო, ევროინტეგრაციის გზაზე, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რაღაც ვიცი, რაღაც კითხვის ნიშნები მაქვს, რაღაც არ ვიცი, არ ვიცი ყველა დეტალი ამ ვიზიტებზე, ძალიან გამიკვირდა, როდესაც ყურში მომხვდა პრეზიდენტის ვიზიტი ქალაქ ბაზელში, საკმაოდ დიდი პოლიტიკური გამოცდილება მაქვს და ბაზელში რა პოლიტიკური მოლაპარაკებები უნდა წარმართო, მე პირადად არ ვიცი, თუ თქვენ იცით, მითხარით. ამიტომ ვამბობ, კითხვის ნიშნები პრეზიდენეტის მოქმედებებთან, მის განცხადებებთან, მის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ნამდვილად არსებობს და ამ კითხვის ნიშნებზე პასუხები არ არის. მაქვს რაღაც კითხვები, იქედან გამომდინარე რაც ვიცი, არ ვარ დარწმუნებული, რომ მხოლოდ ევროკავშირთან დაკავშირებით იყო შემოფარგლული მთელი ეს მისი აქტიურობა. არა ვარ დარწმუნებული. გამოჩნდება ძალიან მალე. ცოტა უცნაური, გადამეტებული განცხადებებია… არ მინდა ბატონი პაპუაშვილის სიტყვები გავიმეორო, მაგრამ განცხადება იმაზე, რომ ერთმა ადამიანმა, თან საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაიყვანა თურმე ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან, ძალიან კარგ საფუძველს უმზადებს, რომ მერე განცხადება გაკეთდეს, რომ მან მისცა საქართველოს სტატუსი და არც ერთ სხვა ადამიანს არაფერი გაუკეთებია. ეს დიდი თამაშის ნაწილია.

დიანა ტრაპაიძე:

–დავუბრუნდები ბაზელს და შვეიცარიას, თქვენ ფიქრობთ, რომ ივანიშვილის დავალებით იყო?

ნინო ბურჯანაძე:

–თქვენ რატომ გაგიჩნდათ ეს კითხვა?

დიანა ტრაპაიძე:

–თქვენმა ლოგიკურმა ხაზმა მიმიყვანა ივანიშვილთან…

ნინო ბურჯანაძე:

მე ეს კითხვა გამიჩნდა. მე ეს ინფორმაცია არა მაქვს და არ შემიძლია ცილი დავწამო და არც ვაპირებ, მაგრამ მე გამიჩნდა ეს შეკითხვა. გამოჩნდება ბევრი რამ, უახლოეს ხანებში. ყველაზე სამწუხარო არის სხვა რამ, ამ თამაშმა, ამ სპექტაკლმა, მთავარი თემები არათუ გვერდზე გადაწია, ოპოზიცია ჩამოაშარო, ისედაც ჩამოშორებული იყო პოლიტიკურ პროცესებს, ამ დროს ჩვენ რას ვხედავთ? ოოზიციას რეალურად არანაირი შესაძლებლობა არ აქვს რეალური ზეგავლენა მოახდინოს პოლიტიკურ პროცესებზე,

დიანა ტრაპაიძე:

–თუ იმპიჩმენტი არის სპექტაკლი და ბმა აქვს ზურაბიშვილს და ივანიშილს…

ნინო ბურჯანაძე:

–არ არის სპექტაკლი? მე ვერ ვიტყვი ერთმნიშვნელოვნად. მე არ შემიძლია რწმუნებით ვთქვა, რომ ეს გარიგებაა, მაგრამ კითხვა მაქვს, და ალბათობა იმისა, რომ ეს იყოს გარიგების და მომავალი თამაშის ნაწილი, ძალიან დიდი არსებობს.

სხვა ახალი ამბები:

სასწრაფოდ! ელისო კილაძე სკანდალურ ვიდეოს აქვეყნებს (ვიდეო)

🎥 “მშობლებო გამოფხიზლდით: რა “ჰელოუინი“, ხომ არ გაგიჟდით? პირდაპირ ეშმაკის დღესასწაულია… “ – მამა საბა ჭიკაიძის მიმართვა (ვიდეო)

 

“რა ელის მსოფლიოს ოქტომბრის ბოლოს”- ცნობილმა ინდოელმა წინასწარმეტყველმა შოკისმომგვრელი პროგნოზი გააკეთა

 

მძიმე ისტორიის დეტალები: ქართველი პროფესორი და გაუჩინარებული 33 ახალგაზრდა (VIDEO)

Cesko