მე-4 კლასელი ბავშვია დაკარგული, სახლი მეწყერმა ჩაიტანა – ლანჩხუთის მერი

0
1004
40 Views

ლანჩხუთის მერის ალექსანდრე სარიშვილის თქმით, გურიაში სტიქიის შედეგად სოფელ ჯიხანჯირში მე-4 კლასელ ბავშვს ეძებენ.

სარიშვილის თქმით,  მუნიციპალიტეტში დაახლოებით 10 სახლია მეწყერიდან ჩატანილი.

„ჯიხანჯირში ეძებენ მოზარდს, მე-4 კლასელი ბავშვია დაკარგული, სახლი ჩაიტანა მეწყერმა. დაახლოებით 10 სახლია მუნიციპალიტეტში მეწყერიდან ჩატანილი და დანგრეული. დანარჩენზე ინფორმაციას მოგაწვდით.

მთელი ღამე წვიმა არ გაჩერებულა, ახლაც წვიმს.

მეწყერი ძალიან ბევრ ადგილზეა ჩამოწოლილი. ტექნიკის მობილიზაციას ვაკეთებთ, რომ დაიწყოს წმენდა. რამდენიმე ადგილზე უკვე დაწყებულია წმენდა. ცენტრალური გზები და შიდა სასოფლო გზები, ბევრ ადგილზეა მეწყერი ჩამოწოლილი,“- აღნიშნა სარიშვილმა კურიერთან საუბარში.

სხვა ახალი ამბები:

,,შენმა გულმა ვერ გაუძლო ყველაფერზე დარდს!”- აკადემიის სტუდენტი გულის შეტევით უეცრად გარდაიცვალა…რას წერენ ახალგაზრდაზე დედა და მეგობარი?

დიდი ჩხუბი ქართველებსა და ყაზახებს შორის – ნაცემია რამდენიმე ადამიანი

Cesko