გერმანაში პასპორტის მიღების გამარტივება და ორმაგი მოქალაქეობის დაშვება სურთ

0
464
26 Views

გერმანიის მთავრობამ მწვანე შუქი აუნთო მოქალაქეობის შესახებ კანონის რეფორმირებას, რომლის შედეგადაც გერმანიის მოქალაქეობის მიღება მარტივდება. თუმცა ცვლილებები ჯერ არაა დამტკიცებული – მათ ბუნდესტაგი უნდა დაეთანხმოს.

რეფორმის პროექტი შემდეგ ცვლილებებს გულისხმობს:

  • გერმანიის მოქალაქეობის მიღებისთვის ქვეყანაში ცხოვრების არა რვა, არამედ ხუთი წელი იქნება საჭირო;
  • „ინტეგრაციაში განსაკუთრებული მიღწევებისთვის“ მოქალაქეობის მიღება შესაძლებელი იქნება სამ წელიწადში (ახლანდელი ექვსის ნაცვლად);
  • გერმანიის მოქალაქეობის მსურველებს აღარ მოუწევთ არსებულ მოქალაქეობაზე უარის თქმა;

მოქალაქეობის მისაღებად საჭირო იქნება, რომ მსურველი პირი საკუთარ თავს და, არსებობის შემთხვევაში, ოჯახს, თავად უზრუნველყოფდეს და არ იყოს დამოკიდებული სახელმწიფო დახმარებაზე.

გარდა ამისა, მოქალაქეობას ვერ მიიღებენ პირები, რომლებსაც სიძულვილის (მაგალითად, ანტისემიტიზმის) ნიადაგზე აქვთ დანაშაული ჩადენილი.

მოქალაქეობის მიღების წესების გამარტივება ამჟამინდელი კოალიციური მთავრობის ფორმირების ერთ-ერთი პირობა იყო.

უახლესი ამბები იხილეთ ქვემოთ:

შოვში დაღუპულთა სია – რატომ ეძებენ ორ ბავშვს და არა სამს? რატომ ელოდებიან სამი დნმ-ის პასუხს, თუ ამოცნობილია 30 და ნაპოვნია 31 ცხედარი?

ვიქტორ ორბანი: უკრაინელები იღუპებიან, ხოლო ჩვენ კი მათ ვაფინანსებთ

„თურმე იმ წუთას თუ არ მოკვდი, მერე აღარაფერი ემართება ადამიანს, მერე… აღარ არსებობს. მაგრამ მაინც უნდა იცოცხლო…“ – მელიტა ფურცელაძე

 

Cesko