ვიქტორ ორბანი: უკრაინელები იღუპებიან, ხოლო ჩვენ კი მათ ვაფინანსებთ

0
891
31 Views

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულება არა სამშვიდობო გეგმებს, არამედ მხოლოდ ზავს შეუძლია. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

„ევროპის პირველი შეცდომა იყო ამ ომის გლობალიზაცია. ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც ომის დაწყების დღეს განაცხადა, რომ უნდა მოხდეს მისი ლოკალიზება, ჩვენი ქვეყანა იყო. დასავლეთის სტრატეგია არის ის, რომ უკრაინელები იბრძვიან და იღუპებიან, ჩვენ კი მათ ვაძლევთ ფულს, ინფორმაციასა და იარაღს“, – აღნიშნა ვიქტორ ორბანმა.

მან დასძინა, რომ ამ სტრატეგიამ არ იმუშავა, რადგან უკრაინას ნაკლები მოსახლეობა ჰყავს, „ამიტომ ჩვენ უნდა გავაგზავნოთ ჩვენი ჯარები, მაგრამ ამას ვერავინ გაბედავს“.

Cesko