26 Views
„ბრიკსის“ XV სამიტის დეკლარაციის თანახმად, ეკონომიკურ გაერთიანებას 6 ქვეყანა – არგენტინა, ეგვიპტე, ირანი, ეთიოპია, არაბთა გაერთიანებული საამიროები და საუდის არაბეთი შეუერთდებიან. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.
სამიტის მასპინძელი ქვეყნის, სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტის, სირილ რამაფოსას თქმით, ახალი ქვეყნების სრულფასოვანი წევრობა 2024 წლის 1 იანვრიდან დაიწყება.
მისივე განცხადებით, ეს ბრიკსის გაერთიანების მხოლოდ პირველი ფაზაა. ამჟამად ბრიკსის წევრები არიან ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკა.