36 Views
ბრიტანული გამოცემა BBC წერს, რომ რუსეთში, ავიაკატასტროფაში, “ვაგნერის დაჯგუფების” დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი დაიღუპა. მათივე ცნობით, დაღუპულია ბორტზე მყოფი კიდევ 9 ადამიანი.
ინფორმაციას ავრცელებს რუსული მედიაც, რომელიც ქვეყნის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურ სააგენტოზე დაყრდნობით წერს, რომ მგზავრების სიაში ევგენი პრიგოჟინიც იყო. უწყებაში ამბობენ, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.