20 Views
სოფელ მანავში მომხდარი ავარიის შედეგად, უცხო ქვეყნის მოქალაქე დაიღუპა.
თვითმხილველების თქმით, თბილისის მიმართულებით მოძრავი “ჰონდა”-ს მარკის მანქანა მოცურდა. რის შედეგადაც ჯერ მსუბუქ მანქანას, შემდეგ კი მიკროავტობუსს შეეჯახა. 32 წლის ქალი ადგილზე დაიღუპა. დაშავდა 7 მგზავრი, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.
მომხდარზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევის მუხლით დაიწყო.
შოვში ნაპოვნი კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იდენტიფიცირებულია