შოვში ნაპოვნი კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იდენტიფიცირებულია

28 Viewsსტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები გრძელდება. დაკარგულებს რიონისა და ჭანჭახის კალაპოტებში და მდინარის კუნძულოვან მონაკვეთებზე, მძიმე ტექნიკის დახმარებით, კვლავ ეძებენ. დღეის მონაცემებით, დაკარგულია 4 მოქალაქე, ნაპოვნია 29 ადამიანის ცხედარი. გუშინ ნაპოვნი ცხედარი, სავარაუდოდ, მცირეწლოვანს ეკუთვნის. დნმ-ის ანალიზით დადასტურდა, რომ ლევან რაზმაძე, რომელიც შოვში სტიქიის შემდეგ დაკარგულად ითვლებოდა, გარდაცვლილია.