“სიამაყე იყავი…დაუჯერებელია, რომ აღარ ხარ…მგონია, ცხოვრება გაჩერდა” – ახლახანს, ყველასთვის ცნობილი მოჭიდავე გარდაიცვალა

0
638
31 Views

ცოტა ხნის წინ ცნობილი ქართველი მოჭიდავე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონი, ვეტერანი მოჭიდავე ცოტნე ბარამიძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.

,,გარდაიცვალა ვეტერანი მოჭიდავე, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონი, ჭაბუკებს შორის ევროპის პრიზიორი, გორის ნუგზარ სხირელის სახელობის ჭიდაობის კლუბის მწვრთნელი ცოტნე ბარამიძე.

სამძიმარს ვუცხადებთ ცოტნეს ოჯახის წევრებს და ახლობლებს”, – აღნიშნულია ფედერაციის ფეისბუკგვერდზე.

ახალგაზრდა მწვრთნელს სოციალურ ქსელში ემოციური პოსტებით ემშვიდობებიან.

,,ასე რატომ ხდება??? ყველაზე კარგები რატომ მიჰყავს ღმერთს? სიამაყე იყავი… დაუჯერებელია, რომ აღარ ხარ 

ცოტნე! შენთან შეხვედრა რა დიდი სიხარული იყო… ნუთუ ვეღარ გნახავთ…?? ასე მგონია, ცხოვრება გაჩერდა”, – წერენ სოციალურ ქსელში.

Cesko