შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა, აღმოჩენილია მამაკაცის ცხედარი – დეტალები

0
651
42 Views

შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა.

როგორც ცოტა ხნის წინ მედიასთან საუბრისას, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა თემურ მღებრიშვილმა განაცხადა, ცხედარი, სავარაუდოდ, ზრდასრულ კაცს ეკუთვნის. დამატებითი დეტალები უცნობია.

შეგახსენებთ, რაჭაში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის დადასტურებული მონაცემებით, 27 დაღუპულიდან 23 იდენტიფიცირებულია. ეძებენ 6 ადამიანს.

დაკარგულებსა და დაღუპულებს შორის არიან ბავშვები. სტიქიის ზონიდან, ჯამში 210 ადამიანია ევაკუირებული. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლითაა დაწყებული.

Cesko