44 Views
„თვითმფრინავის ბიჭები“ – ასე ეწოდათ ბიჭებს, რომლებმაც 1984 წელს სცადეს თვითმფრინავის გატაცებით თავი დაეღწიათ საბჭოთა კავშირიდან.
„თვითმფრინავის ბიჭები” დააკავეს და უმაღლესი სასჯელი – დახვრეტა მიუსაჯეს. ერთ-ერთი მათგანი გეგა კობახიძე იყო. ის 1961 წლის 6 ივნისს დაიბადა და ცნობილი კინორეჟისორის, მიხეილ კობახიძისა და მსახიობ ნათელა მაჭავარიანის ერთადერთი ვაჟი იყო.
მწერალმა დათო ტურაშვილმა ამ ამბავზე წიგნი დაწერა და მას „ჯინსების თაობა” უწოდა.
რუსთავი2-ის გადაცემაში სტუმრად მსახიობი ჯაბა კილაძე იმყოფებოდა. მსახიობმა ყველაზე ემოციური სპექტაკლი გაიხსენა, როცა „ჯინსების თაობის“ გეგა კობახიძის როლი შეასრულა.
როგორც ჯაბა ყვება , სპექტაკლის დასრულების შემდეგ, ნათელა მაჭავარიანი მასთან მივიდა და ჩაეხუტა: „შენ მე შვილი გამიცოცხლეო“.