29 Views
შოვში დაღუპული კიდევ სამი ცხედარია იდენტიფიცირებული. ისინი სოფელ ლაგვანთის მაცხოვრებლები ნიკა ჩალაძე, თემურ ჩარკვიანი და დიტო ფირცხალავა არიან.
არსებული ინფორმაციით, ბიჭები შოვში სამშენებლო სამუშაოების დასაწყებად იყვნენ ჩასულები და მეწყერში მოჰყვნენ.
შოვში სამძებრო სამუშაოები კვლავ გრძელდება. სტიქიის ზონაში ამ დროისთვის დაკარგულ 7 მოქალაქეს ეძებენ. ამ დროისთვის, სტიქიის ზონაში ნაპოვნია 26 მოქალაქის ცხედარი, მათგან 23 იდენტიფიცირებულია.
შოვში დაღუპული კიდევ სამი ცხედრის იდენტიფიცირება მოხდა – ეძებენ 7 ადამიანს