თიკა ფაცაციას ცხოვრების უდიდესი ტრაგედია – ის, რაც ტელეწამყვანზე აქამდე არ იცოდით

0
422
19 Views

თიკა ფაცაცია ბევრისთვის ცნობილი ტელესახეა, საყვარელი მომღერალი და მოდელია. დაიბადა 1981 წლის 18 ოქტომბერს. 1987 წელს, 3 წლის ასაკში შეიყვანეს საბალეტო სკოლაში. მოგვიანებით, 1991 წელს თიკა ფორტეპიანოსა და გიტარაზე დაკვრა ისწავლა. 1997 წელს თიკა პროფესიონალურ მოდელობას მოჰკიდა ხელი და ქართველი მოდელიორების თითქმის ყველა ჩვენებაში მონაწილეობდა. 2000 წელს ჯგუფი „სეთი“ შექმნა და აშშ–ში გაემგზავრა. 2003 წელს კი თიკამ პირველი ალბომი გამოსცა სახელწოდებით „თქვი, რას აპირებ“.

3 წლის იყო თიკა ფაცაცია, როცა ტრაგედია მის ოჯახში დატრიალდა. მისი უფროსი ძმა 9 წლის ასაკში დაიღუპა. როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში ფაცაციას დედა იხსენებს, შემთხვევა ერთ-ერთ პიონერთა ბანაკში მოხდა, სადაც ბავშვები ხელმძღვანელთან ერთად ისვენებდნენ. ”ბავშვები, რომლებსაც არ ეძინებოდათ, პიონერხელმძღვანელმა საღამო ხანს საბანაოდ წაიყვანა. ბურთი გადაუვარდათ თუ რა მოხდა, არ ვიცი, ჩემი ბიჭი შესულა წყალში და დაიხრჩო.” – ამბობს თიკა ფაცაციას დედა.

თიკა ფაცაციამ ორჯერ სცადა ევროვიზიაზე გასვლა, 2008-2009 წლებში თუმცა სამწუხაროდ არ გაუმართლა. პირველ ჯერზე არჩევანი დიანა ღურწკაიაზე შეაჩერეს, მეორედ კი სტეფანე და სამი გოგო აირჩიეს.

წყარო: daqali.club

Cesko