რუსეთი გეორგიევსკის ტრაქტატის 240-ე წლისთავზე განცხადებას აქვეყნებს

0
693
21 Views

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გეორგიევსკის ტრაქტატის გაფორმების 240-ე წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს და აცხადებს:

 

„რუსეთისა და საქართველოს დაახლოება პასუხობდა ორივე სახელმწიფოს ინტერესებს. XV საუკუნის შუა პერიოდში, კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ, საქართველო მოსწყდა მთელ ქრისტიანულ სამყაროს და გახდა კავკასიაში გავლენისთვის ბრძოლაში ირან-თურქეთის დაპირისპირების არენად. დამპყრობლები მას ძარცვავდნენ, მოსახლეობას კი იმონებდნენ. რუსული პროტექტორატის დამყარებამ დაიცვა ერთმორწმუნეები“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

უწყება თავის განცხადებაში ახსენებს, რომ შეთანხმების თანახმად, რუსეთი იყო ქართლ-კახეთის სამეფოს დამოუკიდებლობისა და მთლიანობის გარანტი.

„გეორგიევსკის ტრაქტატის გაფორმებამ ხელი შეუწყო ჩვენი ქვეყნის პოზიციების გამყარებას კავკასიის მიმართულებით და დაიწყო დაყოფილი ქართული მიწების შეგროვების პროცესი“, – ამბობენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ქალაქ გეორგიევსკში გეორგიევსკის ტრაქტატის 240 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა სამდღიანი ციკლი იმართება ზოგადი სახელწოდებით „სტავროპოლი – რუსულ-ქართული მეგობრობის ხიდი“.
ღონისძიებათა ორგანიზატორია ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური უნივერსიტეტი (NCFU). მათ ესწრება 50-ზე მეტი სპეციალისტი რუსეთიდან და საქართველოდან, რომლებიც წარმოადგენენ საინფორმაციო საზოგადოებას, საზოგადოებრივ მოძრაობებსა და საგანმანათლებლო სექტორს.
 სტავროპოლის მხარის ქალაქ გეორგიევსკში გეორგიევსკის ტრაქტატის 240 წლისთავის აღსანიშნავად ღონისძიებები იმართება - Sputnik საქართველო
1/12

სტავროპოლის მხარის ქალაქ გეორგიევსკში გეორგიევსკის ტრაქტატის 240 წლისთავის აღსანიშნავად ღონისძიებები იმართება

სამდღიანი პროგრამის ფარგლებში არაერთი ღონისძიება გაიმართება - Sputnik საქართველო
2/12

სამდღიანი პროგრამის ფარგლებში არაერთი ღონისძიება გაიმართება

ერთ-ერთი იყო მემორიალთან ყვავილების მიტანა - Sputnik საქართველო
3/12

ერთ-ერთი იყო მემორიალთან ყვავილების მიტანა

მაგრამ მთავარი მოვლენაა საერთაშორისო სამეცნიერო და პრაქტიკული მრგვალი მაგიდა "სტავროპოლი - საქართველო-რუსეთის მეგობრობის ხიდი", რომელიც გეორგიევსკის ხელშეკრულების 240 წლის იუბილეს ეძღვნება - Sputnik საქართველო
4/12

მაგრამ მთავარი მოვლენაა საერთაშორისო სამეცნიერო და პრაქტიკული მრგვალი მაგიდა “სტავროპოლი – საქართველო-რუსეთის მეგობრობის ხიდი”, რომელიც გეორგიევსკის ხელშეკრულების 240 წლის იუბილეს ეძღვნება

მასში მონაწილეობას იღებს საქართველოსა და რუსეთის 50-ზე მეტი წარმომადგენელი სხვადასხვა სფეროდან - Sputnik საქართველო
5/12

მასში მონაწილეობას იღებს საქართველოსა და რუსეთის 50-ზე მეტი წარმომადგენელი სხვადასხვა სფეროდან

ფორუმს დაესწრო სრულიად რუსული საზოგადოებრივი ორგანიზაციის „ფედერალური ქართული ეროვნულ-კულტურული ავტონომია რუსეთში“ პრეზიდენტი დავით ცეცხლაძე - Sputnik საქართველო
6/12

ფორუმს დაესწრო სრულიად რუსული საზოგადოებრივი ორგანიზაციის „ფედერალური ქართული ეროვნულ-კულტურული ავტონომია რუსეთში“ პრეზიდენტი დავით ცეცხლაძე

დავით ცეცხლაძემ სტუმრებს სიტყვით მიმართა, რომელშიც ხაზი გაუსვა გეორგიევსკის ტრაქტატის მნიშვნელობას ორი ქვეყნის ისტორიისთვის - Sputnik საქართველო
7/12

დავით ცეცხლაძემ სტუმრებს სიტყვით მიმართა, რომელშიც ხაზი გაუსვა გეორგიევსკის ტრაქტატის მნიშვნელობას ორი ქვეყნის ისტორიისთვის

მანამდე გეორგიევსკის ხელშეკრულებისადმი მიძღვნილი ღონისძიებების სერიის ფარგლებში, 2023 წლის 16 ივნისს სტავროპოლის უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო მრგვალი მაგიდა „რუსეთი და საქართველო: გეორგიევსკის ხელშეკრულების 240 წელი“ - Sputnik საქართველო
8/12

მანამდე გეორგიევსკის ხელშეკრულებისადმი მიძღვნილი ღონისძიებების სერიის ფარგლებში, 2023 წლის 16 ივნისს სტავროპოლის უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო მრგვალი მაგიდა „რუსეთი და საქართველო: გეორგიევსკის ხელშეკრულების 240 წელი“

ხოლო 2-7 ივლისს NCFU-ში მოეწყო და გაიმართა საერთაშორისო ახალგაზრდული საზაფხულო სკოლა „დიდი კავკასია: სივრცე კულტურათშორისი დიალოგისა და თანამშრომლობისთვის“ - Sputnik საქართველო
9/12

ხოლო 2-7 ივლისს NCFU-ში მოეწყო და გაიმართა საერთაშორისო ახალგაზრდული საზაფხულო სკოლა „დიდი კავკასია: სივრცე კულტურათშორისი დიალოგისა და თანამშრომლობისთვის“

იუბილეს პროგრამა მოიცავს ექსკურსიებს გეორგიევსკსა და კისლოვოდსკში, ასევე შეხვედრებს რეგიონის პირველ პირებთან, სტავროპოლის ტერიტორიის ქართული ეროვნულ-კულტურული ავტონომიების წარმომადგენლებთან და საქართველოს საზოგადო მოღვაწეებთან - Sputnik საქართველო
10/12

იუბილეს პროგრამა მოიცავს ექსკურსიებს გეორგიევსკსა და კისლოვოდსკში, ასევე შეხვედრებს რეგიონის პირველ პირებთან, სტავროპოლის ტერიტორიის ქართული ეროვნულ-კულტურული ავტონომიების წარმომადგენლებთან და საქართველოს საზოგადო მოღვაწეებთან

ღონისძიებების მთავარი მონაწილეები - დავით ცეცხლაძე (მარცხნივ) და ანდრეი ზაიცევი (მარჯვნივ), გეორგიევსკის საკრებულოს ხელმძღვანელი - Sputnik საქართველო
11/12

ღონისძიებების მთავარი მონაწილეები – დავით ცეცხლაძე (მარცხნივ) და ანდრეი ზაიცევი (მარჯვნივ), გეორგიევსკის საკრებულოს ხელმძღვანელი

ორშაბათის საღამოს ქალაქ გეორგიევსკში ასევე გაიმართა სადღესასწაულო კონცერტი - Sputnik საქართველო
12/12

ორშაბათის საღამოს ქალაქ გეორგიევსკში ასევე გაიმართა სადღესასწაულო კონცერტი.

წყარო: sputnik-georgia.com

 

 

Cesko