“ქართული მარშის” ლიდერი, სანდრო ბრეგაძე:
“უმადურობის, გამყიდველობის და იუდა ისკარიოტელობის ასეთი მაგალითი არ მახსენდება !
2- 3 წლის წინ საერთო მეგობრის სახლში ერთ-ერთი ახლადგაცნობილი მარშელი მოვიდა ცრემლიანი თვალებით და ტირილით !
მუხლებზე დამდგარი მოთქვამდა – დილით 12 საათამდე ბანკში 20 000 დოლარს თუ არ შევიტან-მევახშეები ჩემს ბინას გადაიფორმებენ , 5 შვილს გარეთ გამოყრიან და ამ ზამთარში ცოლ-შვილთან ერთად ღია ცის ქვეშ ვრჩებიო !
მაშინ ის კაცი ჩემი არც ძმაკაცი იყო,არც ნათესავი და არც მეგობარი !
ვუყურებდი მის ცრემლიან სახეს, სასოწარკვეთილებას, ტირილს, მოთქმას, ბღავილს და გული დამეწვა !
ძალიან შემეცოდა – დაუფიქრებლად ამოვიღე და მივეცი მერსედესის გასაღები (რომელიც 2 კვირით ადრე ჩემმა სიძემ მაჩუქა) თან ვუთხარი – წადი გაყიდე ან დაალომბარდე ეს მანქანა,ფული გადაიხადე და ცოლ-შვილი ამ ზამთარში გარეთ არ დატოვო – თქო !
დილით დამირეკა და მითხრა,რომ მარტო მანქანის გაყიდვის ფული არ ყოფნიდა – წავედი პროცენტიანი ვალი ვისესხე, მივუტანე და ასე გადავარჩინეთ მისი სახლი მევახშეებისგან წართმევას !
ამ დღის შემდეგ – ეს გადარჩენილი კაცი ჩემს მზეს იფიცებდა, შვილის მონათვლა მთხოვა, მოვუნათლე და ნათელ-მირონები გავხდით !
დღეს ეს ჩემს მიერ გადარჩენილი ე.წ.კაც-კაცუნა ხმალამოღებული ებრძვის ქართულ მარშს, დადის და ზურგსუკან მლანძღავს, ყველგან საქმეს აფუჭებს – სპეცსამსახურებს პირდება, რომ როგორც კი მეტყვით – ბრეგაძეს რამეს გავუჩალიჩებ და დაგაჭერინებთო !
თანამედროვე იუდა ისკარიოტელის რეინკარნაცია მოხდა მის ბინძურ სულში !
ყოველივეს შემდეგ ქართველებს გეკითხებით – მოუნდება კაცს ამ იუდებისთვის სიკეთის გაკეთება და წყალწაღებულის გადარჩენა!?
P.S. ისევ და ისევ ჩემი მორალური პრინციპიდან გამომდინარე სახელს და გვარს არ ვწერ , მაგრამ ეს ბოლო გაფრთხილებად მიიღოს!”