„შიგ მე­წყერ­ში იდ­გნენ, ბავ­შვი ხელ­ში ეჭი­რა ჩემს შვილს და რძა­ლი წი­ნი­დან აწ­ვე­ბო­და, რომ არ წაქ­ცე­უ­ლიყ­ვნენ… ჩემი შვი­ლი, 4 წლის შვი­ლიშ­ვი­ლი და რძა­ლი და­მიბ­რუ­ნა ღმერ­თმა“ – რას წერს სასწაულებრივად გადარჩენილთა ოჯახის წევრი?

0
279
23 Views

რა­ჭა­ში ამ დრომ­დე მიმ­დი­ნა­რე­ობს და­კარ­გუ­ლე­ბის სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი. ერთ-ერთი მო­ქა­ლა­ქე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ჰყვე­ბა ის­ტო­რი­ას თუ რო­გორ გა­დარ­ჩნენ სტი­ქი­ის და­წყე­ბი­სას მისი შვი­ლი, რძა­ლი და ოთხი წლის შვი­ლიშ­ვი­ლი.

„ჩემი შვი­ლი, 4 წლის შვი­ლიშ­ვი­ლი და რძა­ლი და­მიბ­რუ­ნა ღმერ­თმა. იმ კო­ტე­ჯებ­ში ცხოვ­რობ­დნენ, გა­რეთ იყ­ვნენ, როცა მთა წა­მო­ვი­და. ბავ­შვი ხელ­ში ეჭი­რა ჩემს შვილს და რძა­ლი წი­ნი­დან აწ­ვე­ბო­და, რომ არ წაქ­ცე­უ­ლიყ­ვნენ.

მერე ვერ მო­ე­რივ­ნენ დარ­ტყმას და წა­აქ­ცია მე­წყერ­მა, ძლივს ეჭი­რა ცოლ-შვი­ლი, რომ მე­წყერს არ წა­ე­ღო. მერე ბე­ჭებ­ზე შე­ის­ვა შვი­ლი და ოთხზე ხოხ­ვით გა­მო­იყ­ვა­ნა, შიგ მე­წყერ­ში იდ­გნენ, ვერ­სად მივ­დი­ო­დი­თო, ტყის შე­მოვ­ლით რაჭ­ვე­ლი ბი­ჭე­ბი მი­სუ­ლან, გა­უ­დი­ათ ფიც­რე­ბი და ისე გად­მო­უყ­ვა­ნი­ათ, ღმერ­თმა და­ლო­ცოს ყვე­ლა.

ვერ­ტმფრე­ნი ძა­ლი­ან გვი­ან მი­ვი­და, დრო­ნით იპო­ვეს ჩე­მე­ბი და გა­მო­იყ­ვა­ნეს. მე­ზობ­ლე­ბი ხეზე ასუ­ლან, ხი­ა­ნად მო­უ­გ­ლე­ჯია და წა­უ­ღია, რა გა­და­ი­ტა­ნეს, ვერც ვხსნი. მად­ლო­ბა ღმერ­თს, რომ უკვე სახ­ლში არი­ან, ღმერ­თო ყვე­ლას და­უბ­რუ­ნე მისი ოჯა­ხის წევ­რი მშვი­დო­ბით”.

მეგა ტვ

Cesko