23 წლის გიორგი ბურდული სახლში გარდაცვლილი იპოვეს – რას სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს მსახიობი მაკა შალიკაშვილი?

0
9184
28 Views

23 წლის გიორგი ბურდული სახლში გარდაცვლილი იპოვეს. სამწუხარო ინფორმაციას მსახიობი მაკა შალიკაშვილი აქვეყნებს:

“გიორგი ბურდული – საოცრად საინტერესო და საყვარელი ბიჭი, ჩემს შვილს თამაშობდა” – დაწერა მაკამ „ფეისბუქზე“ და ფოტოებიც გამოაქვეყნა.

ახაგაზრდას გარდაცვალების მიზეზი უცნობია და მას კვირას დაკრძალავენ.

ქასთინგის მენეჯერი ეკა მჟავანაძე “პრაიმტაიმთან” გიორგის იხსენებს.

ეკა მჟავანაძე: ბევრი არაფერი ვიცი, სახლში გარდაცვლილა ეს 23 წლის ბიჭი. მაკას პოსტით შევიტყვე ეს სამწუხარო ამბავი.. დაახლოებით ხუთი წლის წინ, ჩამოსული იყო რეჟისორი სერგეი სირიოტკინი და მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის მსახიობების ქასთინგი მე ჩავატარე. გიორგი მაშინ აღმოვაჩინეთ.. ჩემმა ასისტენტმა, თეკლა ჯავახაძემ იპოვა. ჩვენ დავდივართ კაფე-ბარებში, ყველგან ვეძებთ საინტერესო ტიპაჟებს.

ქასთინგზე კარგად ითამაშა, რაღაცნაირი სევდა ჰქონდა… პრეტენზიული რეჟისორია და გიორგი ისე მოეწონა, როლზე მაშინვე დაამტკიცა..

თბილი და საოცარი ადამიანი იყო, საინტერესო; იქნებ კიდევ გადავიღო-მეთქი, მახსოვდა, მაგრამ დღეს ეს საშინელი ამბავი წავიკითხე.

გიორგი ბურდულს ჩვენი მკითხველისთვის მაკა შალიკაშვილიც იხსენებს.

მაკა შალიკაშვილი: ძალიან ნიჭიერი ბიჭი იყო; რა მაგარი დედა მყავსო, ფილმში გადაღების დროს ჩემზე ამბობდა… მეგონა, მართლა ჩემი შვილივით იყო; გიჟი, გადარეული, დეგენერატი, საყვარელი, მაგარი ტიპი! ლამაზი, საოცარი ბავშვი! დედა ჩემზე უმცროსი ჰყავს; ახლა მასთან ვიყავი, ჩავეხუტე და ბევრი ვიტირე…

ახალგაზრდას კვირას დაკრძალავენ…

Cesko