ქართველების უმეტესობა შეკვეთილი პროვოკაციების წინააღმდეგია – მარია ზახაროვა

0
288
24 Views

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა მხარს არ უჭერს “რუსეთის წინააღმდეგ შეკვეთილ პროვოკაციებს”, რომლებსაც “რადიკალური ქართული ოპოზიცია დასავლელი სპონსორების მოთხოვნით აწყობს”.

ბათუმში რუსი ტურისტების საკრუიზო გემის ჩამოსვლასთან დაკავშირებით საქართველოში რამდენიმე დღის წინ გამართულ საპროტესტო აქციას ზახაროვამ მორიგი “შეკვეთილი ქმედება” უწოდა.

“ქვეყნის შიგნით ამ აქციას არანაირი მხარდაჭერა არ ჰქონია. ჩვენ ვიღებთ უამრავ მომართვას საქართველოს მოქალაქეებისგან, რომლებიც ამბობენ, რომ მათთვის მიუღებელია ეს უაზრო პროვოკაცია, რომ მათ, როგორც ქვეყანას, არანაირი კავშირი ამ ადამიანებთან არ აქვთ და ემიჯნებიან”- განაცხადა ზახაროვამ.

Cesko