გომის მთის გზაზე ახალგაზრდა დაიღუპა – მიკროავტობუსი ამოტრიალდა და ხრამში გადავარდა…“

0
1622
25 Views

გომის მთის გზაზე მიკროავტობუსი გადაყირავდა. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა 1 მგზავრი, რამდენიმე კი დაშავდა.

თვითმხილველის თქმით, მიკროავტობუსით უცხოელი ტურისტები გადაადგილდებოდნენ, დაღუპული მგზავრი კი გიდი იყო და საქართველოს მოქალაქეა.

“გომის მთაზე დაღუპული გიდი კომპანია “ჯეორჯიან ჰოლიდეის” მფლობელი იყო. იგი წლებია საქართველოში ცხოვრობს და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს ძალიან დადებითად გვახსოვს. ბევრს მოგზაურობდა საქართველოში და უწვრილმანეს დეტალებში ცდილობდა ყველაფრის ნახვას თუ სწავლას. უყვარდა საქართველო და დარჩა აქ. გომის მთაზე სისტემატიურად აწყობდა ტურებს.

ტრაგედიის დღეს კი ძლიერი ნისლი იყო. მძღოლი ვერ გაუმკლავდა დაბალ ხილვადობას ალბათ… ორი „დელიკიდან“ ერთ-ერთი გომის მთიდან ჩამოსასვლელში, ხრამში გადავარდა. ქსენიას ტრავმები შეუთავსებელი აღმოჩნდა სიცოცხლესთან… ბაშკირი გოგონა იყო. უკრაინაში გაზრდილი. სიმშვიდე ჰქონოდეს მის სულს სასუფეველში!” – წერს სოციალურ ქსელში მოქალაქე ზურა ბაუჟაძე.

ავარიაში დაღუპული გოგონას უკანასკნელმა სიტყვებმა მსოფლიო შეძრა

Cesko