ის რაც ბათუმში ხდება, არის ეთნიკურ ნიადაგზე შუღლის გაღვივების დაუსრულებელი პროვოკაციული მცდელობა, შემდგარი დანაშაული, რაც ყავლგასული ელჩი დეგნანის დირიჟორობითა და მისსავე საბელზე გამობმული გეი-პოლიტიკური და ენჯეო სპექტრის უშუალო მონაწილეობით ხორციელდება!!!
აკვირდებით და თვალს ადევნებთ ალბათ, ისტერიისგან კონვულსიებში ჩავარდნილი ჭინკების მოთქმა – გოდებას, ქართულ-რუსული უნივერსიტეტის იდეის გარშემოც!
საუნივერსიტეტო დიპლომატიის შესაძლებლობები მათ ცხადია ძალიან კარგად უწყიან და ნეოლიბერალური იდეოლოგიის დამკვიდრების საცდელ პოლიგონებად შემთხვევით არ უქცევიათ სოროსის ფონდის ფილიალი – «ილიაუნის» სახით და გნებავთ გიული ალასანიას “ფრანკლინის კლუბად” ქცეული უნივერსიტეტი, რომლის შენობა და ინფრასტრუქტურა 2008 წლის 11 აგვისტოს, გაგანია ომის დღეებში ფარულად , კანონდარღვევით, მოროდიორული ცბიერებით გადაეცა დღევანდელ მფლობელ დედა გიულის მაშინდელი შვილი-პრეზიდენტი მიშასგან, ნიშნად უსაზღვრო ძალაუფლებისა(!)
შესაძლოა, ისიც უნდა იცოდეთ, რომ ალასანიას უნივერსიტეტი გვარამიას “გლავკანალის” აქციათა 3% -ის მფლობელია, არხის უწყვეტი დაფინანსების უზრუნველსაყოფად!
ანაზდად იბადება კითხვა, როდემდე უნდა გაგრძელდეს ასეთი აღვირახსნილობა და ძალმომრეობითი ფსევდო -პოლიტიკური აქტივობა?!
აპირებს თუ არა ხელისუფლება, გაატაროს უმკაცრესი პრევენცია და დამნაშავე ეძებოს არა ქუჩის აქციის აქტივისტთა შორის, არამედ იმ დამფინანსებლებსა და ორგანიზატორთა რიგებში ვინც მართავს და აორგანიზებს ქაოსს ქვეყანაში!!!
“რკინის ხელის” პოლიტიკის გარეშე ვერც არჩევნებამდე მივალთ და შესაბამისად , ვერც ქვეყანას შევინარჩუნებთ!!!
მოქმედების დროა!!! საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
დიმიტრი ლორთქიფანიძე, პოლიტიკოსი; სოციალური ქსელი