ბაქი-ბუქი სუსტებს სჭირდებათ, რომელი მხარეც უნდა იყოს იგი, მნიშვნელობა არა აქვს!- დემურ გიორხელიძე

0
603
26 Views

რუსეთის ბირთვულ მუქარაზე დასავლეთმა უპასუხა:
“ომის შემთხვევაში დასავლეთი მზად არის მიწისაგან პირისა აღგავოს უდიდესი რუსული ქალაქები სულ რაღაც 90 წამში” – წერს Daily Express
p.s.
გითხრათ სიმართლე, ამ თემაზე საუბარი ისევე
აღმაშფოთებელია და უპასუხისმგებლო,
როგორც აღშფოთდნენ ამ გაზეთის მკითხველები!
ყველაფერი არ ექვემდებარება საინფორმაციო პოლიტიკას!
ბაქი-ბუქი სუსტებს სჭირდებათ, რომელი მხარეც უნდა იყოს იგი, მნიშვნელობა არა აქვს!
ამათ კი ცნობილი ფილმიდან “კარგი, ცუდი, ბოროტი”,
ცუდის რეპლიკას შევახსენებ:
“როცა იარაღი გიჭირავს, უნდა გაისროლო და არა ენა ატლიკინოო”.
ასე სჭირთ ამათაც!
აბა, ერთი შანსი ჰქონდეს რომელიმეს გამარჯვებისა და
ვნახავდით რას გააკეთებდნენ, – თვალსაც არ დაახამხამებდნენ! ახლა კი თავიანთ უსუსრობას საფრთხის წინაშე ბაქი-ბუქით ნიღბავენ!

დემურ გიორხელიძე, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში; სოციალური ქსელი

Cesko