დუშეთში ახალგაზრდა ბიჭი ტრაგიკულად დაიღუპა.
გიგა ნამგალაური ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.
“შენისთანა კარგი ადამიანები არ უნდა მიდიოდნენ… გიგა, ყოველთვის მემახსოვრები ისეთი მხიარული, როგორიც იყავი… ღმერთმა ნათელში გამყოფოს, წარმოდგენაც კი მიჭირს…”.
“მთელი დუშეთი ტირის… როგორ შეძელი, ყველასთვის თავის შეყვარება…”.
“წარმოუდგენელი და დაუჯერებელია ეს ყველაფერი, უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი. კარგი კლასელი იყავი და იქნები სამუდამოდ ჩვენს გულებში. ვერ ვიჯერებ და არ მინდა დაჯერება, გული მეწვის”, – წერენ სოციალურ ქსელში.
მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმაურება დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაც და გარდაცვლილის ოჯახს უსამძიმრებს.
,,დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის, მაცაცო ნარიმანიძის გადაწყვეტილებით, ქალაქ დუშეთში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო, 31 ივლისს დაგეგმილი კონცერტი “საქართველო უპირველეს ყოვლისა” გადაიდო. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია უსამძიმრებს ტრაგიკულად დაღუპული გიგა ნამგალაურის ოჯახს, მეგობრებს და ახლობლებს”, – აღნიშნულია განცხადებაში.