“საოცრება!!! თვალებს არ ვუჯერებ: ძალიან გამწარდება ჩვენი მახრჩობელა მეგობარი” – რას აცხადებს მაია ნიკოლეიშვილი

0
11857
26 Views

საოცრება!!! თვალებს არ ვუჯერებ: საქართველოს პრემიერის შეხვედრა სი ძინ პინთან, თან ასეთი მაღალი დონის, სტრატეგიული პარტნიორობის გამოცხადებით! სიტყვები არ მყოფნის”- ასე აფასებს მაია ნიკოლეიშვილი პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილისა და ჩინეთის პრეზიდენტის შეხვედრას, სადაც ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ინიციატივის შესახებ ისაუბრეს:

“საქართველოს მშვიდობის, დაცულობის გარანტია და შუა დერეფნის ამუშავების გარანტია, რაც საქართველოს მატერიალურ კეთილდღეობას უდრის! არ აქვს მნიშვნელობა, რა პროცესები განვითარდება მსოფლიოშიო, პრეზიდენტმა სი-მ ბრძანა, რამხელა შინაარსია ჩადებული ამ სიტყვებში, რამდენი რამ იკითხება ამ ერთი ფრაზის მიღმა!
ძალიან გამწარდება ჩვენი მახრჩობელა მეგობარი . . . დიდი სიფხიზლე და სიფრთხილე გვმართებს”- წერს მაია ნიკოლეიშვილი.

 

Cesko