23 Views
რუსეთის დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი აცხადებს, რომ დასავლეთის მიერ უკრაინისთვის გაგზავნილი იარაღი „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს.
მისივე თქმით, ბევრი ქვეყანა შეწყვეტს იარაღის ყიდვას კოლექტიური დასავლეთის ქვეყნებიდან, რადგან ისინი „არაეფექტურია“.
„ნებისმიერი ახალი იარაღი, რომელსაც ვაშინგტონი და ბრიუსელი გადაწყვეტენ გაუგზავნონ უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის ვეღარ მოახდენს გავლენას სპეციალური სამხედრო ოპერაციის შედეგზე. ქვეყნები უარს იტყვიან რეკლამირებული ამერიკული და სხვა დასავლური იარაღის შეძენაზე, რომელიც ბრძოლის ველზე არაეფექტური აღმოჩნდა“, – აცხადებს ვოლოდინი.