“გიორგიმ მითხრა, თუ არ წაიღებ ბარგს გადაგიყრიო…შემგდეგ იყო ლენუკას სთორები..” – რატომ წავიდა ენი გასიევა ყიფშიძეების სახლიდან

0
3428
39 Views

გიორგი ყიფშიძესა და მის ყოფილ მეუღლეზე ენი გასიევაზე მრავალი ჭორ-მართალი გავრცელდა ამ დროის განმავლობაში,საზოგადოებაში მითქმა-მოთქმა ამ დრომდე არ წყდება. გადაცემაში “ფარული კონვერტი” ენი ხსენებს იმ დღეს, როდესაც ყიფშიძეების სახლიდან წავიდა:

“გიორგი იყო შუმების სამდღიან რიტუალზე, შამანებთან ერთად. ბავშვები მე დავიტოვე. დედაჩემი გვეხმარება ზოგჯერ, იტოვებს ხოლმე კოსმოს. იწყებოდა Open air-ის ფესტივალი, წელიწადში ერთხელ არის, ისიც სამი დღე. მოსაწვევი მაჩუქეს. გიორგის დედას ვუთხარი, რომ ბავშვს დავაძინებდი, წავიდოდი და დილით დავბრუნდებოდი. დავაძინე უკვე გვიანი იყო და წავედი. ჩამოვდივარ დილით, მხვდება გიორგის შეტყობინებები, რომ ვიღაც ბიჭს ვკოცნიდი მკერდზე, შემდეგ ლენუკას სთორები, სტატიები, აჭრელებული ტიკ-ტოკი.

საბოლოოდ ძალიან დიდი შედეგი გამოიღო ამ ყველაფერმა, გიორგიმაც დადო სთორი, რომ დავშორდით. საზოგადოებამ ეს პირველად გაიგო და წამოვიდა მთელი შტურმი…

ჩალაგებული მქონდა ჩემოდანი, ელოდებოდნენ როდის წავიდოდი და ეგ დღე იყო, როცა წამოვედი. დაშორებულები ვიყავით და დრო იყო. გიორგიმ მითხრა, თუ არ წაიღებ (ბარგს) გადაგიყრიო. რა თქმა უნდა არ გადაუყრია არაფერი“, – ამბობს ენი გასიევა.

Cesko