ბრაზილიური კომპანია Embraer მფრინავი ტაქსების ქარხნის მშენებლობას გეგმავს

0
261
22 Views

თვითმფრინავების მწარმოებელი ბრაზილიური კომპანია Embraer სან პაულოში ახალი ქარხნის  მშენებლობას აპირებს, რომელიც მფრინავ ელექტრო-ტაქსებს 2026 წლისთვის გამოუშვებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

საფრენ აპარატს Embraer-ის შვილობილი კომპანია EVE ააშენებს. საუბარია მცირე ზომის ვერტმფრენზე, რომელიც 6 მგზავრზე იქნება გათვლილი. ნავარაუდებია, რომ მგზავრობის ღირებულება ერთ ადამიანზე $50-100 იქნება.

Eve-ის წარმომადგენლის თქმით, კომპანიას საჰაერო ტაქსების 3 000-მდე შეკვეთა უკვე აქვს და ვერტმფრენების პროტოტიპის აშენება მიმდინარე წელს იგეგმება.

ქარხანა სან პაოლოდან, ბრაზილიის ეკონომიკური დედაქალაქიდან, 140კმ-ში აშენდება და საწყის ეტაპზე საფრენ აპარატებს მხოლოდ მფრინავი ტაქსის ფუნქციით აამუშავებს. თვითმფრინავების პირველ პარტიას საკუთარი პილოტიც ეყოლება, თუმცა კომპანია გეგმავს, რომ ავტოპილოტზე მომუშავე თვითმფრენი ტრანსპორტიც შექმნან.

საფრენი აპარატი 100%-ით ელექტრო იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ფრენები ეკო-მეგობრულია და სათბურის აირების ემისიებს არ გაავრცელებს.

აშშ-ს რეგულატორებმა ბოლო დროს გაავრცელეს ინფორმაცია, რომ შტატებში საჰაერო ტაქსი 2025 წლიდან დაიწყებს ფუნქციონირებას. ელექტრო თვითმფრინავს აფრენისათვის საფრენი ბილიკი არ დასჭირდება, თუმცა, ტრადიციული საფრენი აპარატების მსგავსად, შორ მანძილზე გადაადგილდებიან. ვერტმფრენების ელექტრო ძრავები კი, სტანდარტულ თვითმფრინავებთან შედარებით, ხმაურისა და დაბინძურების მაჩვენებლებს შეამცირებს.

კამათის საკითხია, რამდენად შეამცირებს საჰაერო ტრანსპორტი საცობების პრობლემას, როგორც “არც თუ ისე ძვირი” ალტერნატივა. ექსპერტები ფიქრობენ, რომ ამ მოწყობილობებს სახმელეთო გადაზიდვების ჩანაცვლებაც შეეძლებათ.

Cesko