გია ფერაძის შვილების, უმცროსი გია ფერაძისა და მარიკუნა მიქატაძის ფოტოები და და-ძმის გაცნობის ისტორია

0
1521
27 Views

მსახიობი გია ფერაძისა და ირინა მიქატაძის ქალიშვილის, მარიკუნა მიქატაძის მოულოდნელ გარდაცვალებას სოციალურ ქსელში მისი მეგობრები და ახლობლები გამოეხმაურნენ. მათ შორის იყო მარიკუნას ერთადერთი ქალიშვილი, ირინა ქიქოძე და ძმა, უმცროსი გია ფერაძე.

გია ფერაძე რუსეთში ცხოვრობს და საქმიანობს. მან მამის გზა გააგრძელა და თავადვეც ხელოვნების სფეროშია დასაქმებული. რამდენიმე წლის წინ კი საქართველოში პროექტ “ცეკვავენ ვარსკვლავებში” მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა. აღნიშნავენ, რომ უმცროსი გია ფერაძე არამხოლოდ გარეგნობით, არამედ ხასიათითაც ძალიან ჰგავს მამას.

გია ფერაძის შვილების, უმცროსი გია ფერაძისა და მარიკუნა მიქატაძის ფოტოები და და-ძმის გაცნობის ისტორია

გია ფერაძე უმცროსმა და მარიკუნა მიქატაძემ ერთმანეთი პირველად მამის დაკრძალვისას ნახეს. ემოციურად იხსენებდა მარიკუნა ძმასთან შეხვედრას მაშინ, როცა უმცროსი გია მამისადმი მიძღვნილ საღამოზე იყო ჩამოსული: “როცა დავინახე, მეგონა, რომ მამა და ძმა ერთდროულად დავიბრუნე” – იხსენებდა მარიკუნა.

გია ფერაძემ უმცროსმა სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე დასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა: “ჩემი და” – წერს ის.

გია ფერაძის შვილების, უმცროსი გია ფერაძისა და მარიკუნა მიქატაძის ფოტოები და და-ძმის გაცნობის ისტორია

წყარო: marao.ge

 

Cesko