“ბოლო პერიოდში პატრიარქი უფრო და უფრო იშვიათად ჩნდება – სამწუხაროდ, ბოლო პერიოდი ფიზიკურად ძალიან უჭირს, ძალიან დიდი დატვირთვაა წირვა”, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ანდრია ჯაღმაიძემ აღნიშნა, ილია მეორის მოღვაწეობას გამოარჩევდა ის, რომ დღესასწაულებსა და წირვა-ლოცვებს არ ტოვებდა.
“ზოგადად, ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო პერიოდში პატრიარქი უფრო და უფრო იშვიათად ჩნდება. მისი მოღვაწეობის პერიოდში პატრიარქი გამოირჩეოდა იმით, რომ არ ტოვებდა არცერთ წირვა-ლოცვასა და დღესასწაულს. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდი ფიზიკურად ძალიან უჭირს, ძალიან დიდი დატვირთვაა წირვა”, – აღნიშნა ჯაღმაიძემ.
ცნობისთვის, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, „წმინდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრების” – სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა-ლოცვა მიმდინარეობს.
წირვა – ლოცვას სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო მღვდელმთავრებთან ერთად აღავლენს.