პატრიარქს ბოლო პერიოდი ფიზიკურად ძალიან უჭირს! – რა ინფორმაციას ავრცელებს ილია მეორის შესახებ ანდრია ჯაღმაიძე?

July 13, 13:46
0
370
1 Views

“ბოლო პე­რი­ოდ­ში პატ­რი­არ­ქი უფრო და უფრო იშ­ვი­ა­თად ჩნდე­ბა – სამ­წუ­ხა­როდ, ბოლო პე­რი­ო­დი ფი­ზი­კუ­რად ძა­ლი­ან უჭირს, ძა­ლი­ან დიდი დატ­ვირ­თვაა წირ­ვა”, – ამის შე­სა­ხებ სა­პატ­რი­არ­ქოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნელ­მა, დე­კა­ნოზ­მა ან­დრია ჯაღ­მა­ი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც ან­დრია ჯაღ­მა­ი­ძემ აღ­ნიშ­ნა, ილია მე­ო­რის მოღ­ვა­წე­ო­ბას გა­მო­არ­ჩევ­და ის, რომ დღე­სას­წა­უ­ლებ­სა და წირ­ვა-ლოც­ვებს არ ტო­ვებ­და.

“ზო­გა­დად, ჩვენ ვხე­დავთ, რომ ბოლო პე­რი­ოდ­ში პატ­რი­არ­ქი უფრო და უფრო იშ­ვი­ა­თად ჩნდე­ბა. მისი მოღ­ვა­წე­ო­ბის პე­რი­ოდ­ში პატ­რი­არ­ქი გა­მო­ირ­ჩე­ო­და იმით, რომ არ ტო­ვებ­და არ­ცერთ წირ­ვა-ლოც­ვა­სა და დღე­სას­წა­ულს. სამ­წუ­ხა­როდ, ბოლო პე­რი­ო­დი ფი­ზი­კუ­რად ძა­ლი­ან უჭირს, ძა­ლი­ან დიდი დატ­ვირ­თვაა წირ­ვა”, – აღ­ნიშ­ნა ჯაღ­მა­ი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, სვე­ტი­ცხოვ­ლის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში, „წმინ­და დი­დე­ბულ­თა ათორ­მეტ­თა მო­ცი­ქულ­თა კრე­ბის” – სვე­ტი­ცხოვ­ლო­ბის დღე­სას­წა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით წირ­ვა-ლოც­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

წირ­ვა – ლოც­ვას სვე­ტი­ცხოვ­ლო­ბის დღე­სას­წა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­პატ­რი­არ­ქოს ტახ­ტის მო­საყ­დრე, მე­უ­ფე შიო მღვდელმთავ­რებ­თან ერ­თად აღავ­ლენს.

Cesko