„ამას ისინი ვეღარ გაიგებენ, მაგრამ ვინც ცოცხლები ხართ, უნდა გაიგოთ!უნდა შეისმინოთ და …“ – რას წერს ავტომრბოლელი ქუთაისის გზაზე მომხდარ საშინელ ტრაგედიასთან დაკავშირებით?

0
2382
23 Views

რბოლელი დაჩი თაქთაქიშვილი სოციალურ ქსელში ქუთაისში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და ახალგაზრდებს მოუწოდებს, სიჩქარე აკონტროლონ და ავტომობილებით სწრაფად არ იმოძრაონ.

„ეს ლამაზი გოგონა გუშინწინ გარდაიცვალა… ის მე-6 იყო იმ მანქანაში მჯდომი, რომელიც გეგუთთან ავარიას ემსხვერპლა. ვინ იცის, რატომ ჩაჯდა იმ მანქანაში… იქნებ, რომელიმე ბიჭი მოსწონდა და ფიქრობდა ოჯახის შექმნას მასთან… ალბათ, ბევრჯერ ჰქონდა წარმოდგენილი თეთრ კაბაში როგორ ადიოდა ტაძრის კიბეებზე… ან შეიძლება, უბრალოდ თავის დაქალს გაჰყვა მეგობრებთან კარგი დროის გასატარებლად… თუმცა, უკვე აღარაფერს აქვს მნიშვნელობა… ამას ჩვენ ვეღარ გავიგებთ და ვეღარც ეს გოგონა გაიგებს, ისევე, როგორც მისი მეგობრები ვეღარ გაიგებენ ვერაფერს…

მაგრამ ვინც ცოცხლები ხართ, უნდა გაიგოთ! უნდა შეისმინოთ და უნდა მოგვისმინოთ იმათ, ვინც ვიცით თუ რა შედეგი მოაქვს სისწრაფეს. იარეთ ნელა! სისწრაფეს არავისთვის კარგი არ მოუტანია! გაუფრთხილდით საკუთარ და სხვების სიცოცხლეს! ნებისმიერი სხვა რამით მოაწონეთ თავი მეგობრებს, ოღონდ არა სიჩქარით და სწრაფი სიარულით! ეს სიკვდილის გზაა – დაიმახსოვრეთ ყველა ახალგაზრდამ!“, – წერს მრბოლელი.

„დღისით ვერ შეჰბედე ჩემს მთასავით ძმებს, ღამით, უკუნეთ სიბნელეში გზად აადევნე, ზურგიდან მიაპარე…“ – ვინ არიან სვანეთში დაღუპული ახალგაზრდები და რას წერენ მათზე?

ავა­რი­ის დროს გი­ორ­გი რა­ტი­ა­ნი მან­ქა­ნი­დან ხტე­ბო­და, მაგ­რამ პრო­ტეზმა შე­უშა­ლა ხელი…“ – როგორ მოხდა საბედისწერო ავარია და რანაირად გადარჩა მულახის გზაზე მანქანაში მჯდომი მესამე მგზავრი?

„აი, თურმე სად გარბოდნენ უშგულელი ბიჭები… ” – ვინ აღმოჩნდნენ სვამნეთში დაღუპული ბიჭები და რას წერს მათზე კინორეჟისორი?

უმძიმესი ავარია სვანეთში: დაღუპულია ორი ახალგაზრდა

Cesko