Georgian Wings-ი თბილისი- ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს იწყებს

0
305
27 Views

28 ივლისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ქართული ავიაკომპანია Geosky-ს სამგზავრო მიმართულება Georgian Wings-ი, პირველ სამგზავრო რეისს ბათუმის მიმართულებით შეასრულებს.

მგზავრებს, 70 ადამიანზე გათვლილი საჰაერო ხომალდი ყოველდღე, კვირაში 12 სიხშირით მოემსახურება. დღეიდან ავიაბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია, ავია სალაროებსა და ტურისტულ კომპანიებში, ხოლო 15 ივლისიდან – ოფიციალური ვებგვერდის Georgianwings.com-ის მეშვეობით.

Georgian Wings-ის წარმომადგენლის განცხადებით, ტურისტულ ბაზარზე არსებული მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, ავიაკომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, პირველ მიმართულებად ქვეყნის შიდა ფრენებზე გაეკეთებინა აქცენტი და მგზავრებისთვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბათუმის მიმართულებით, სულ რაღაც 55-წუთიანი ფრენის ხანგრძლივობით ყოველდღიური რეისები შეეთავაზებინა.

Cesko