ირაკლი კობახიძე: რა მოცემულობაც იყო ბუქარესტის სამიტის შემდეგ, პრაქტიკულად ის მოცემულობა დარჩა

0
453
20 Views

ყველაზე საინტერესო იყო საქართველოსა და უკრაინის ნაწილი. ამ ნაწილში სტატუს-კვო დარჩა რეალურად ძალაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ვილნიუსში, ნატოს სამიტის პირველ დღეს მიღებული კომუნიკეს შეფასებისას განაცხადა.

„რა მოცემულობაც იყო ბუქარესტის სამიტის შემდეგ, პრაქტიკულად, დარჩა ის მოცემულობა. რა თქმა უნდა, ტექსტი მეტია უკრაინასთან დაკავშირებით, თუმცა ხარისხობრივად რაიმე არსებითი განსხვავება საქართველოს და უკრაინის ახალ მდგომარეობას შორის არ არის ანუ სტატუს-კვო არსებითად შენარჩუნებულია“, – განაცხადა კობახიძემ.

ვადასტურებთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი – აღნიშნულია ნატოს სამიტის კომუნიკეში.

Cesko