78 წლის კაცმა 60 წლის შემდეგ, კლასელების შეკრებაზე, ხელი სთხოვა ქალს, რომელიც სკოლაში უყვარდა (ვიდეო)

0
755
26 Views

78 წლის ფლორიდელმა დერმატოლოგმა სოციალური ქსელები დაარწმუნა, რომ ნამდვილ სიყვარულთან დაბრუნება ნებისმიერ ასაკში შეიძლება.

თომას მაკმენი სკოლის დამთავრებიდან 60 წლის შემდეგ კლასელების შეხვედრაზე მიდიოდა. აეროპორტში კი ხელი თავის კლასელს სთხოვა, რომელიც სკოლაში სწავლის პერიოდში უყვარდა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

79 წლის ნენსი გამბელს თომასმა დაუჩოქა და ხელი ისე სთხოვა. თომასს არც ვარდების თაიგული და ყელსაბამის ჩუქება დავიწყებია, ხელის სათხოვნელად კი თავის რჩეულს გრძელი და ლამაზი სიტყვაც წაუკითხა. ნენსი ბავშვობის სიყვარულს ცოლობაზე დათანხმდა, ვიდეო კი ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა.

ნენსი და თომასი ერთმანეთს პირველად კალიფორნიის ერთ-ერთ სკოლაში შეხვდნენ და ცოტა ხნის განმავლობაში შეყვარებულები იყვნენ. სკოლის დამთავრების შემდეგ კი, მათი გზები გაიყო და ერთმანეთს 10 წლის წინ, კლასელების შეკრებაზე, შეხვდნენ. ამ დროს ორივე სხვადასხვა ადამიანზე იყო დაქორწინებული.

როცა კლასელებმა კიდევ ერთი შეკრების დაგეგმა დაიწყეს, თომასი ნენსის დაუკავშირდა და აღმოჩნდა, რომ ახლა ორივე განქორწინებული იყო. ცოტა ხნის შემდეგ კი წყვილმა გადაწყვიტა, რომ დაქორწინება და ერთად ყოფნა სურდათ. თომასის თქმით, მალე პენსიაში გასვლას და კალიფორნიაში გადასვლას აპირებს, რათა ნენსისთან ერთად იცხოვროს.

Cesko