„გრცხვენოდეთ ჩემი პატარა შვილით რომ გინდათ რეიტინგის აწევა, ეს გადაცემა არის ტყუილზე აწყობილი!!!“ – გარდაცვლილი 12 წლის ანის დედა “ფორმულას” უპირისპირდება

0
3166
38 Views

დიდ დიღომში გარდაცვლილი, 12 წლის ანის დედა, ნატო ხუტაშვილი, თავისი შვილი მკვლელობის შესახებ ტელეკომპანია ფორმულას მიერ მომზადებულ სიუჟეტს სიცრუეს უწოდებს და საზოგადოებას მოუწოდებს გავრცელებულ ინფორმაცია არ ენდონ.

„ძალიან გთხოვთ ყურადღებით წაიკითხეთ და გააზიარეთ.

ეს გადაცემა არის ტყუილზე აწყობილი და ასეთი გადაცემების კეთება სირცხვილია.

ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას გიორგი ბეგლარიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, უბრალოდ, მინდა განვმარტო, რომ გიორგის გარდაცვალება არანაირ კავშირში არ არის ჩემი შვილის საქმესთან. გიორგი პირადად დამიკავშირდა რამდენიმე თვის წინ და მითხრა, რომ შეეძლო კამერების გასუფთავება, რაზეც ჩვენ უარი განვუცხადეთ. იგი არანაირ ვიდეოს არ ფლობდა, სადაც ნაჩვენებია მკვლელი, ეს არის ტყუილი და „ფორმულას“  მიერ შეთხზული ისტორია! გრცხვენოდეთ ჩემი პატარა შვილით რომ გინდათ რეიტინგის აწევა, გრცხვენოდეთ.

დაიჯესტი

Cesko