ბათუმში, მანქანისა და მოპედის შეჯახების შედეგად დაღუპული ორივე პირი არასრულწლოვანია – ინფორმაციას ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ორივე მათგანი 15 წლამდე ბავშვია.
ორივე მოზარდი, უჩა ბერიძე და გოგიტა ათაბაქი, ბათუმის 26-ე საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები იყვნენ.
შემთხვევა გუშინ მოხდა, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოპედი შეეჯახნენ. ორივე არასრულწლოვანი მოპედზე იჯდა.
გამოძიება სისხლის სამართლის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ახლობლები სოციალურ ქსელში ემშვიდობებიან მათ:
უჩა ,გოგიტა🕊️🥹 ჯერ ხომ ცხოვრება წინ გქონდათ 🥀🥀💔
უჩა სულ რომ შემხვდებოდი მასწრებდი თქმას ნელა ვივლიო რომ რამე არ მეთქვა,
ნათელში იყოს თქვენი წმინდა სულები,უჩა ჩემო პატარა ძმაკაცო ,
მუდამ მემახსოვრები –წერს ერნიკე სურმანიძე
უჩა – ჩემო სევდიანო, ყურადღებიანო, ზრდილობიანო…
გოგიტა – ჩემო ცელქო, განსხვავებულო, ლამაზ თვალება და ლამაზ ხმიანო..
მაპატიეთ, რომ მეტი არ გეფერეთ, მეტი ყურადღება არ მოგქციეთ, მეტად ვერ ჩაგიხუტეთ😭
მიყვარხართ მე თქვენ ორივე განსაკუთრებით…
მიმძიმს და მტკივა თქვენი გარდაცვალება!
იძინეთ ტკბილად ჩემო გემრიელო ბაღნებო…- წერს მაგდანა ჯაფარიძე
სსიპ ქალაქ ბათუმის #26 საჯარო სკოლის კოლექტივი ღრმა მწუხარეობით იუწყება რომ ტრაგიკულად დაიღუპა 2 ჩვენი მოსწავლე….
ამ ტრაგედიას ვერაფერს დავარქმევ,ეს უსაზღვრო ,გაუსაძლისი ტკივილია,
ჩვენი სკოლის 9-ა და 9-ბ კლასის მოსწავლეებმა უჩა ბერიძემ და გოგიტა ათაბაქმა ,სასწავლო წლის დასაწყისის მოლოდინს ფერები შეუცვალა, ჩაამუქა , ჩააქრო სიხარული და სევდით და ტკივილით აგვივსო გულები ,
თქვენმა ხანმოკლე ცხოვრებამ სამარადისო კვალი დატოვა ჩვენში, მიჭირს ამის თქმა ….მაგრამ- სამარადისოდ ნათელში იყავით ჩვენო ვაჟჯაცო ბიჭებო -წერს თამრიკო გოგიშვილი